https://sputnik-georgia.com/20241124/rogor-midis-vachroba-saqartvelos-energobirjaze-291064824.html
როგორ მიდის ვაჭრობა საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე?
როგორ მიდის ვაჭრობა საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე?
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე ბირჟაზე მონაწილება ეზღუდებათ ელექტროენერგიის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს და საბითუმო მიმწოდებლებს 24.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-24T19:17+0400
2024-11-24T19:17+0400
2024-11-24T19:17+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
სემეკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271228757_0:67:3381:1969_1920x0_80_0_0_fcb822fd3f30619074ea6f32a855cfc6.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 17,5 ათასი მგვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე.ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1-ელი ივლისს ნაწილობრივ გაიხსნა, სრული გახსნა ერთი წლით, 2025 წლის ივლისამდე გადაიდო - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის 1-ელ ივლისამდე.მისი თქმით, აღნიშნული დაბალია ESCO-ს საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასზე, რომელმაც 2024 წლის იგივე პერიოდში შეადგინა 154.31 ლარი/მგვტ.სთ. „ეს ცხადყოფს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში ელექტროენერგიის შემსყიდველებმა დაახლოებით 400 ათასი ლარი დაზოგეს", -განაცხადა ნარმანიამ.GNERC-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობა შეუძლიათ მსხვილ მომხმარებლებს, საცალო მიმწოდებლებს და გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის, ხოლო დერეგულირებულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს - ელექტროენერგიის გაყიდვის მიზნით.ელექტროენერგიის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს და საბითუმო მიმწოდებლებს ამ ეტაპზე ბირჟაზე მონაწილება ეზღუდებათ.მარეგულირებლის განმარტებით, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით ამგვარი შეზღუდვის განსაზღვრა განპირობებული იყო გარკვეული რისკების მაქსიმალური დაზღვევის მიზნით.GNERC-ში აღნიშნეს, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ბაზრის მექანიზმების დანერგვა ზრდის კონკურენციას, ლიკვიდურობას და გამჭვირვალობას, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგორესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას, დანახარჯების ამსახველ ფასწარმოქმნებს და მეტ სოციალურ სარგებელს, რაც გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს.ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, მათ შორის იმის გამოც, რომ ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბირჟის ამოქმედება 2021 წლის 1-ელი ივლისიდან, ბოლოს კი ბირჟის საბოლოოდ ამოქმედების ვადად 2024 წლის 1-ელი ივლისი დასახელდა.ახალი ბირჟა – ახალი შესაძლებლობებითავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271228757_206:0:2937:2048_1920x0_80_0_0_6af97a22f6ad66ad1474c00fbd51009f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, სემეკი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, სემეკი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
როგორ მიდის ვაჭრობა საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე?
ამ ეტაპზე ბირჟაზე მონაწილება ეზღუდებათ ელექტროენერგიის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს და საბითუმო მიმწოდებლებს
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 17,5 ათასი მგვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე.
ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1-ელი ივლისს ნაწილობრივ გაიხსნა, სრული გახსნა ერთი წლით, 2025 წლის ივლისამდე გადაიდო - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის 1-ელ ივლისამდე.
„დადებითად ვაფასებ ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას ნებაყოფლობითი ვაჭრობის პირობებში და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა კიდევ უფრო გააქტიურდება. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან დღემდე ბირჟაზე რეგისტრირებულია 21 მონაწილე, ვაჭრობა შედგა 17,493.9 მგვტ.სთ-ზე, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა 130.54 ლარი/მგვტ.სთ შეადგინა", - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, აღნიშნული დაბალია ESCO-ს საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასზე, რომელმაც 2024 წლის იგივე პერიოდში შეადგინა 154.31 ლარი/მგვტ.სთ.
„ეს ცხადყოფს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში ელექტროენერგიის შემსყიდველებმა დაახლოებით 400 ათასი ლარი დაზოგეს", -განაცხადა ნარმანიამ.
GNERC-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობა შეუძლიათ მსხვილ მომხმარებლებს, საცალო მიმწოდებლებს და გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის, ხოლო დერეგულირებულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს - ელექტროენერგიის გაყიდვის მიზნით.
ელექტროენერგიის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს და საბითუმო მიმწოდებლებს ამ ეტაპზე ბირჟაზე მონაწილება ეზღუდებათ.
მარეგულირებლის განმარტებით, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით ამგვარი შეზღუდვის განსაზღვრა განპირობებული იყო გარკვეული რისკების მაქსიმალური დაზღვევის მიზნით.
GNERC-ში აღნიშნეს, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ბაზრის მექანიზმების დანერგვა ზრდის კონკურენციას, ლიკვიდურობას და გამჭვირვალობას, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგორესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას, დანახარჯების ამსახველ ფასწარმოქმნებს და მეტ სოციალურ სარგებელს, რაც გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს.
ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, მათ შორის იმის გამოც, რომ ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბირჟის ამოქმედება 2021 წლის 1-ელი ივლისიდან, ბოლოს კი ბირჟის საბოლოოდ ამოქმედების ვადად 2024 წლის 1-ელი ივლისი დასახელდა.
ახალი ბირჟა – ახალი შესაძლებლობები
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.
სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.