საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ტონგა დაამარცხა

© Georgian Rugbyრაგბის ნაკრები
რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2024
გამოწერა
ამ დრომდე საქართველოს ნაკრებმა ტონგას წინააღმდეგ 7 მატჩი ჩაატარა, აქედან 5 მოიგო.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მაჩების სერიის მესამე მატჩში ტონგას ნაკრები ანგარიშით 22:7 დაამარცხა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა.
პირველი ტაიმი დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა, თუმცა ქულის მოპოვება ვერც ერთმა ნაკრებმა ვერ შეძლო. შეტევებში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები გამოირჩეოდა.
მეორე ტაიმი კი „ბორჯღალოსნების“ ლელოთი დაიწყო – ქართველი მორაგბეების პირველივე შეტევა სანდრო თოდუამ დააგვირგვინა, ლუკა მატკავამ გარდასახვაც ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები 7:0 დაწინაურდა.
57-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, რომელიც დავით ნინიაშვილმა შესანიშნავი ლელოთი დაასრულა, მაგრამ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო, ლელო არ ჩაითვალა, წესების დარღვევისთვის კი გიორგი მამაიაშვილი არბიტრმა მოედნიდან გააძევა და „ბორჯღალოსნები“ 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ.
14 მოთამაშით დარჩენის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მე-60 წუთზე სწრაფი შეტევის განხორცილება მოახერხეს, ტონგელებმა თამაშის წესი დაარღვიეს, რის გამოც საჯარიმო ლელოთი და ტონგელი მოთამაშის 10-წუთიანი გაძევებით დაისაჯნენ – 14:0.
დარჩენილ დროში ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, 72-ე წუთზე კი აკაკი ტაბუცაძემ შესანიშნავი ლელო დადო და „ბორჯღალოსნები“ კიდევ უფრო დააწინაურა – 22:0.
საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა და „ბორჯღალოსნებმა“ „ოლ ბლექს XV“-ტან და იტალიასთან წაგებების შემდეგ, შემოდგომის ტესტ-მატჩების სერია თბილისში გამარჯვებით დაასრულეს.
ამ დრომდე საქართველოს ნაკრებმა ტონგას წინააღმდეგ 7 მატჩი ჩაატარა, აქედან 5 მოიგო.
ყველა ახალი ამბავი
0