https://sputnik-georgia.com/20241124/parlamentis-shenobashi-25-noembers-usaprtxoebis-kviteli-done-imoqmedebs-291065068.html
პარლამენტის შენობაში 25 ნოემბერს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
პარლამენტის შენობაში 25 ნოემბერს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 24.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-24T18:39+0400
2024-11-24T18:39+0400
2024-11-24T18:39+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283051470_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a6a29c4d262add3dba6e4f60d67bcb7a.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონეზე იმოქმედებს, ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ხვალ, 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაზე იქნება განხილული ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილებების აღიარების საკითხი და აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს.ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ატარებენ. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები 24 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლებენ და ღამეს გაათევენ, რათა დილით ხელი შეუშალონ მმართველ პარტიას ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაში.უწყების ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარლამენტის შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არჩევნები ტოტალური გაყალბება მოხდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283051470_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_9d3c77349513c23b314e97adc91f5d66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
პარლამენტის შენობაში 25 ნოემბერს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონეზე იმოქმედებს, ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხვალ, 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაზე იქნება განხილული ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილებების აღიარების საკითხი და აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ატარებენ. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები 24 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლებენ და ღამეს გაათევენ, რათა დილით ხელი შეუშალონ მმართველ პარტიას ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაში.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარლამენტის შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არჩევნები ტოტალური გაყალბება მოხდა.