https://sputnik-georgia.com/20241124/opozicia-aqcias-martavs-291068004.html
კარვები რუსთაველზე: ოპოზიცია პარლამენტის წინ ღამის გათენებას აპირებს
კარვები რუსთაველზე: ოპოზიცია პარლამენტის წინ ღამის გათენებას აპირებს
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული - პარლამენტის ყველა შესასვლელს პოლიცია იცავს. 24.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-24T23:14+0400
2024-11-24T23:14+0400
2024-11-24T23:57+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისი დღეს
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/18/291066939_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_9680784bba4b9868f322e93dd557d2ac.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, სადაც ღამის გათევას, დილით კი ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გაპროტესტებას აპირებენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონტენტი ადგილიდან. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 21:00 საათზე დაგეგმილი ოპოზიციის მსვლელობა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო - ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ავტომობილებში, რომლებიც პოლიციამ არ გამოატარა, დატვირთული იყო წყლით, პლედებით, საკვებით, კარვებით და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთებით.მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, რამდენიმე მანქანამ პარლამენტთან მისვლა მაინც მოახერხა.ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული - პარლამენტის ყველა შესასვლელს პოლიცია იცავს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და კარვები გაშალეს. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ატარებენ. მათი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.კვირას შსს-მ განცხადება გაავრცელა და დაგეგმილი აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები გააფრთხილა, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან - წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.უწყების ცნობით, კანონით აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.ძალოვანებსა და აქციის მონაწილეებს ასევე მიმართა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. მან როგორც პოლიციას, ისე აქციის მონაწილეებს მოუწოდა არ დაარღვიონ კანონი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/18/291066939_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_efedf147be7b6fca08bae731d05b0e2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
კარვები რუსთაველზე: ოპოზიცია პარლამენტის წინ ღამის გათენებას აპირებს
23:14 24.11.2024 (განახლებულია: 23:57 24.11.2024) ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული - პარლამენტის ყველა შესასვლელს პოლიცია იცავს.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, სადაც ღამის გათევას, დილით კი ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გაპროტესტებას აპირებენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონტენტი ადგილიდან.
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 21:00 საათზე დაგეგმილი ოპოზიციის მსვლელობა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო - ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ავტომობილებში, რომლებიც პოლიციამ არ გამოატარა, დატვირთული იყო წყლით, პლედებით, საკვებით, კარვებით და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთებით.
„რა აზრი აქვს გზის ჩახერგვას, პარლამენტში შეიჭრება მანქანა? მანქანა სატრანსპორტო შესაძლებლობაა", - განაცხადა მელიამ.
მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, რამდენიმე მანქანამ პარლამენტთან მისვლა მაინც მოახერხა.
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული - პარლამენტის ყველა შესასვლელს პოლიცია იცავს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და კარვები გაშალეს.
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ატარებენ. მათი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
კვირას შსს-მ განცხადება გაავრცელა და დაგეგმილი აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები გააფრთხილა, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან - წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.
უწყების ცნობით, კანონით აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
ძალოვანებსა და აქციის მონაწილეებს ასევე მიმართა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. მან როგორც პოლიციას, ისე აქციის მონაწილეებს მოუწოდა არ დაარღვიონ კანონი.