დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ნოემბერი

© AP Photo / Charles Krupaშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 24 ნოემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დილიდან მუშაობის სურვილით გაიღვიძებთ, მაგრამ პრაქტიკაში, თუნდაც სულ მცირე მომენტებში ძალზე გონებაგაფანტული ხართ. დღე თითქოს ბურუსში ჩაივლის. პრაქტიკული საქმიანობა არა, მაგრამ შესანიშნავად გამოგივათ ისეთი რაღაცები, რომლებიც შთაგონებას, ადამიანის სულის შეცნობას, ინტუიციას ეხება. საღამოს შთამბეჭდავი იქნება რომანტიკული პაემანი, ემოციების მომტანი შეხვედრა. ანუ, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, დილით აჯობებს, თუ დაისვენებთ, იოცნებებთ, წაიკითხავთ, მუსიკას მოუსმენთ, დღისით და საღამოს კი სულიერად მონათესავე ადამიანთან გექნებათ კონტაქტი.
ვერძი: კარგი დღეა მათთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს; უფრო გაუჭირდება მათ, ვინც სხვებთან ერთად მოქმედებას არის მიჩვეული. ხშირად ჩნდება უთანხმოებები, კამათი, რაც ბევრ დროს წაგართმევთ. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით – შესაძლებელია უაზრო ხარჯები, დანაკარგები უყურადღებობის გამო. საღამოს კარგი სიახლეები განწყობას აგიმაღლებთ.
ადამიანი მთების ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2019
ზოდიაქოს ყველაზე მომთმენი ნიშნები
კურო: დღეს საშუალება გექნებათ, რომ დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. შესაძლოა, მოიწყინოთ კიდეც – არ არის არც ახალი ამოცანები, არც მეტოქეებთან საინტერესო „შერკინებები“. სამაგიეროდ, გექნებათ შანსი, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. მიხედეთ ყოფით საკითხებს. ეს ახლა ძალზე მოსაწყენ საქმიანობად არ მოგეჩვენებათ. შესაძლოა, საღამოს სტუმრები გეწვიონ, რაც ძალიან გაგახარებთ.
ტყუპი: დღე კარგად დაიწყება. შესაფერისი დროა მოლაპარაკებებისთვის. არ არის გამორიცხული მოულოდნელი შეხვედრები. ზოგიერთი თქვენგანი შეხვდება ადამიანს, რომლის მხარდაჭერა შემდგომ ძალიან გამოადგება. თანდათანობით სიტუაცია დაიძაბება. მოსალოდნელია უთანხმოებები. არის საშიშროება იმისა, რომ პირადი და საქმიანი ურთიერთობები ერთმანეთში აურიოთ, რაც პრობლემების მიზეზი ხდება.
კირჩხიბი: კარგი დღე გელოდებათ, რომელიც სიხარულს მოგიტანთ. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევები და ახალი შესაძლებლობები. ინტუიცია გიკარნახებთ, რომ სწრაფად მოქმედებაა საჭირო. არ იბნევით უჩვეულო სიტუაციებში და სწორ გადაწყეტილებებს იღებთ. შესაძლებელია პროგრესის მიღწევა საქმეებში, შეხვედრა ადამიანებთან, რომლებთანაც ურთიერთობები არცთუ მარტივად ვითარდებოდა. ახლა შეგიძლიათ მათთან არაერთმნიშვნელოვან ვითარებებზე გულწრფელი საუბარი.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა
ლომი: დღის დასაწყისი ხელსაყრელია. ეს უნდა გამოიყენოთ, რომ გადაჭრათ ბოლო დროს აღმოცენებული პრობლემები, მიიღოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე. კარგი იქნება, თუ საქმეებში ინიციატივას გამოიჩენთ. თქვენი ენთუზიაზმი გადამდები იქნება. დღის მეორე ნახევარი რამდენადმე რთული გელოდებათ. ემოციური ფონი დაიძაბება და თქვენთან ურთიერთობები გართულდება. ეცადეთ, არავინ გააკრიტიკოთ.
ქალწული: ხელსაყრელი დღეა. ხართ ენერგიული და შეუპოვარი, ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ. არ არის საჭირო მოკავშირეების ძებნა – მარტოსაც შეგიძლიათ ბარიერების გადალახვა და დასახული მიზნების მიღწევა. გამოგადგებათ ადრე მიღებული ცოდნა. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა, ძირითადად, სამუშაოსთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა საყიდლებისთვის.
სასწორი: დღის დასაწყისში ყურადღება გმართებთ. თუ სწრაფად იმოქმედებთ, ბევრ რამეს მოასწრებთ. არ არის გამორიცხული, რომ შეძლოთ მომგებიანი გარიგების დადება, ან თანამშრომლობაზე შეთანხმება. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესუსტდება, მაგრამ საქმეებს ეს განსაკუთრებულად არ დაეტყობა. უბრალოდ, მეტი სიფრთხილით უნდა გამოიჩინოთ. იმოქმედეთ საკუთარი შეხედულებებისამებრ, სხვისი რჩევები ნაკლებად გამოგადგებათ.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
მორიელი: ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. ბევრი საქმის გაკეთება შეგიძლიათ, მათ შორის, რთული ამოცანების. არის შანსი, რომ მათ სწრაფად გაუმკლავდეთ. ადვილად სწავლობთ სიახლეებს, ითვისებთ სასარგებლო ინფორმაციას. დღის მეორე ნახევარში მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იქნება, მაგრამ მათი ცხოვრებაში რეალიზება მოვიანებით მოხდება. სჯობს, არ იჩქაროთ. ჯერ დარწმუნდით, რომ ძველი საქმეები დაასრულეთ.
მშვილდოსანი: ეცადეთ, მოერიდოთ გადაღლასა და სტრესულ ვითარებებს. დღეს თავს უნდა გაუფრთხილდეთ – თქვენი ორგანიზმი დაუცველია. რთულ საქმეებს სიფრთხილით, აუჩქარებლად მოეკიდეთ და მზად იყავით იმისთვის, რომ მიზნის მისაღწევად დრო დაგჭირდებათ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა ადამიანებთან, რომლებიც შემდეგ მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ.
თხის რქა: არ იჩქაროთ. დღე არც ისე ცუდია, მაგრამ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა, წარუმატებლობა მოიტანოს. დღეს უმნიშვნელო ნაბიჯებიც კი დაფიქრებით უნდა გადადგათ. შეიძლება ზოგიერთი საქმის გადადება მოგიწიოთ. საღამოსთვის გაძლიერდება პოზიტიური ტენდეციების გავლენა. კარგად დაგეგმეთ შეხვედრები და ამ შეხვედრებზე ნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. შესაძლოა, თავიდან სწორად ვერ გაიგონ თქვენი პოზიციები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2018
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი მთავარი დადებითი თვისება
მერწყული: არცთუ ნაყოფიერი დღეა. გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება. გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ თხოვნითა თუ კითხვებით. ვერ მისდევთ შედგენილ გეგმას. ეს ძალიან დაგღლით. ამის გამო საღამოს გაღიზიანებული იქნებით და ნებისმიერ წვრილმანზე შეიძლება გაბრაზდეთ. თუ რამე ახალს შეუდგებით, გაითვალისწინეთ, რომ საჭირო შედეგებს სწრაფად ვერ მიიღებთ. დაყოვნებებია მოსალოდნელი ჩვეულ საქმეებშიც.
თევზები: ბევრი დრო მიაქვს საოჯახო საქმეებს. ზოგიერთ თქვენგანს მოულოდნელად გაჩენილი ყოფითი პრობლემების გადაჭრა მოუწევს. ამის გამო მოგიწევთ გეგმების შეცვლა, შეხვედრების გადადება ან გართობაზე უარის თქმა. ამაზე მშვიდად ვერ რეაგირებთ, ამასთან, განერვიულებთ გაურკვევლობა. მაგრამ გექნებათ სიხარულის საფუძველიც. მაგალითად, მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ, კარგი სიახლეების გაგება ან საინტერესო წინადადების მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0