https://sputnik-georgia.com/20241123/rporc-gamokitxva-291059166.html
RPORC-ის გამოკითხვა: რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობა პრეზიდენტს
RPORC-ის გამოკითხვა: რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობა პრეზიდენტს
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ენდობა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და იწონებს მის მოღვაწეობას, ნათქვამია სრულიად... 23.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-23T17:57+0400
2024-11-23T17:57+0400
2024-11-23T17:57+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
საზოგადოება
საზოგადოებრივი აზრი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/19/290531581_0:0:3228:1816_1920x0_80_0_0_fed9412da9bef0593ac7da927b7f20a3.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ენდობა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და იწონებს მის მოღვაწეობას, ნათქვამია სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (RPORC) ანგარიშში. კერძოდ, გამოკითხვის თანახმად, პუტინს რუსეთის მოქალაქეთა 78.8% ენდობა, მის საქმიანობას კი 75.5% იწონებს. ამასთან პრეზიდენტისადმი უნდობლობა გამოკითხულთა 17.1%-მა დააფიქსირა, მისი მოღვაწეობა კი 15.4%-მა დაიწუნა. გარდა ამისა, RPORC-მა გაარკვია, რა დამოკიდებულბე აქვს ქვეყნის მოსახლეობას პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინისადმი. გაირკვა, რომ რუს პრემიერს მოქალაქეთა 61.4% ენდობა, ხოლო უნდობლობას 19.5% უცხადებს. კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც RPORC-მა საზოგადოებას დაუსვა ასეთი იყო: „რომელ პარტიას მისცემდით ხმას, თუ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები უახლოეს კვირა დღეს გაიმართებოდა?“ რესპონდენტთა 36.2%-მა დაასახელა მმართველი პარტია „ედინაია რასია“, 9.7%-მა – კომუნისტური პარტია, 10.4%-მა – ლიბერალ-დემოკრატიული პარტია და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 11.1%-მა ამ კითხვაზე პასუხად არასაპარლამენტო პარტიები დაასახელა, ხოლო 11.9%-მა თქვა, რომ საერთოდ არ მიიღებდა მონაწილოებას არჩევნებში. RPORC-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა 11-16 ნოემბერს ჩაატარა, რა დროსაც 1,6 ათასი სრულწლოვანი მოქალაქე გამოკითხა მობილური ტელეფონების ნომრების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/19/290531581_327:0:3058:2048_1920x0_80_0_0_dee7f257e199e12d076c2bdd10b96c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი , პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი , პოლიტიკა
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ენდობა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და იწონებს მის მოღვაწეობას, ნათქვამია სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (RPORC) ანგარიშში.
კერძოდ, გამოკითხვის თანახმად, პუტინს რუსეთის მოქალაქეთა 78.8% ენდობა, მის საქმიანობას კი 75.5% იწონებს. ამასთან პრეზიდენტისადმი უნდობლობა გამოკითხულთა 17.1%-მა დააფიქსირა, მისი მოღვაწეობა კი 15.4%-მა დაიწუნა.
გარდა ამისა, RPORC-მა გაარკვია, რა დამოკიდებულბე აქვს ქვეყნის მოსახლეობას პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინისადმი. გაირკვა, რომ რუს პრემიერს მოქალაქეთა 61.4% ენდობა, ხოლო უნდობლობას 19.5% უცხადებს.
კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც RPORC-მა საზოგადოებას დაუსვა ასეთი იყო: „რომელ პარტიას მისცემდით ხმას, თუ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები უახლოეს კვირა დღეს გაიმართებოდა?“
რესპონდენტთა 36.2%-მა დაასახელა მმართველი პარტია „ედინაია რასია“, 9.7%-მა – კომუნისტური პარტია, 10.4%-მა – ლიბერალ-დემოკრატიული პარტია და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 11.1%-მა ამ კითხვაზე პასუხად არასაპარლამენტო პარტიები დაასახელა, ხოლო 11.9%-მა თქვა, რომ საერთოდ არ მიიღებდა მონაწილოებას არჩევნებში.
RPORC-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა 11-16 ნოემბერს ჩაატარა, რა დროსაც 1,6 ათასი სრულწლოვანი მოქალაქე გამოკითხა მობილური ტელეფონების ნომრების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.