მოსაზრება: ნატოს მანევრები Freezing Winds-24 - რისთვის აშინებენ რუსეთს „ბალტიელი ვეფხვები“

© photo : U.S. Marine Corps / Cpl. Yvonna Guyette
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2024
გამოწერა
ნატოს „ყინულოვანი ქარები“ (Freezing Winds-24), რომელიც ფინეთსა და ბალტიის ზღვაში ტარდება, შემთხვევით არ დაემთხვა რუსეთის ჯარების წარმატებულ შეტევას უკრაინულ საომარ თეატრზე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ხდება იმ ტელეკომუნიკაციური კაბელების „ხმაურიანი“ დაზიანებები, რომლებიც ზღვის ფსკერზე გადის გერმანიასა და ფინეთს, ასევე ლიტვასა და შვედეთს შორის. უკრაინის „ცეკვამ“ ანტირუსულ „ნაღმებზე“ ვერაფერი ასწავლა ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელმძღვანელობას.
18-29 ნოემბერს ფინეთის სამხრეთ ნაწილში და ბალტიის ზღვაში ნატოს ათდღიანი მანევრები Freezing Winds-24 ტარდება. მათში მონაწილეობს ალიანსის 28 ქვეყანა, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, დანია, შვედეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა. საერთო ჯამში,
ჩართულია 4000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 30 საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, აგრეთვე გამანადგურებელი და საპატრულო ავიაცია.
მანევრების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფინეთის სიახლოვეს მდებარე ზონები ნატოს კოლექტიური თავდაცვისთვის უნიკალურ პირობებს ქმნის. დაგეგმილია სამხედრო დესანტის გადასროლის ოპერაციები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საზღვაო ქვეითების მონაწილეობით, ასევე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავებთან ვარჯიშები. ნატოს სამიწო ძალები, ძირითადად, მოქმედებენ ჰელსინკისა და ქალაქ კოტკას (40 კმ რუსეთის საზღვრიდან) შორის, ხოლო სწავლების ზოგიერთი ეპიზოდი ხორციელდება კემის აეროდრომის მიდამოებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები მუდმივად აკონტროლებენ ნატოს მანევრებს, რომელიც „ბალტიის ზღვის ბლოკადას“ იმიტირებს. რუსეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი რეაგირება მოახდინონ.
ფინეთმა სიხარულით გადასცა თავისი ტერიტორია ნატოს ძალებისთვის, რომლებიც რუსეთთან უშუალო სიახლოვეს საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენენ.
ანტირუსული მანევრების Freezing Winds-24 ფარგლებში, ბრიტანული არტილერიის ცეცხლი ქალაქ კოტკას მახლობლად მიმდინარეობს – რუსეთის საზღვრიდან40 კილომეტრში და სანკტ-პეტერბურგიდან 170 კილომეტრში. ამ სწავლებების დროს შემოწმდა შვედური 33-ტონიანი თვითმავალი ჰაუბიცა Archer-ის საბრძოლო მახასიათებლები, რომელსაც შეუძლია, მიზანს 50 კმ-ზე მიაღწიოს და რომლის მიზანი „თამაშის წესების შეცვლაა“ (ბრიტანული AS-90 ჰაუბიცები 2023 წელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა).
ამერიკელი საზღვაო ქვეითები ვარჯიშობენ შეუსაბამოდ აღჭურვილ ნაპირებზე დესანტირებაში (რა თქმა უნდა, ეს, სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიას გულისხმობს). ფრანგი სამხედრო ავიატორები კი ოცნებობენ რუსული სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტებით დარტყმაზე.
როგორც ჩანს, ჰელსინკიში ვიღაცამ მშვიდი და ეკონომიკური სარგებლის მომტანი ცხოვრება დათმო და უფრო აგრესიული კურსი აირჩია. ათწლეულების განმავლობაში ფინეთი, 5-მილიონიანი მოსახლეობით (დაახლოებით სანქტ-პეტერბურგის ტოლი), რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების წყალობით სარგებელს იღებდა. თუმცა, 2023 წლის აპრილში ქვეყანა ნატოში გაწევრიანდა და ახლა ალიანსის ზოგიერთი „ძველი“ წევრებს შორის, ანტირუსულ რიტორიკაში და პრაქტიკაში ლიდერობს.
ფინეთს, რომელიც ნატოს მუდმივი სწავლებების ზონად იქცა და რუსეთის სარაკეტო სისტემების სამიზნეში მოექცა, არანაირი სარგებელი არ მიუღია. ეკონომიკის ნაცვლად, ქვეყანას მხოლოდ სამხედრო პლაცდარმის განვითარება და თავისი რესურსების ამერიკული ინტერესებისთვის შეწირვა მოუწევს.
ნატოს სწავლებების ფონზე აღმოჩნდა, რომ ლაპლანდია ნატოს ძალების განთავსებისთვის მოუმზადებელია. ფინეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია განგაშს ტეხს: „ლაპლანდიის გზები, ხიდები და რკინიგზები ან ცუდ მდგომარეობაშია, ან მნიშვნელოვან ზონებში ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს. მიწოდების უსაფრთხოების თვალსაზრისით ცუდი გზები რისკს წარმოადგენს, რადგან კრიზისის დროს ხალხი საკვების, მედიკამენტების, საწვავის და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გარეშე დარჩება“.
საერთოდ, კრიზისულ სიტუაციაში რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის რთული იქნება 1200-კილომეტრიანი ფრონტის დაცვა მხოლოდ ტრადიციული იარაღით (რუსეთ-ფინეთის საზღვრის სიგრძე 1271 კილომეტრია). თუმცა, ფინეთის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ, შესაძლოა, არც პროდუქტები და არც მედიკამენტები საჭირო აღარ გახდეს.
ფინეთის რკინიგზის ლიანდაგის სიგანე 1524 მმ-ია, რაც დასავლეთ ევროპულ 1435 მმ-ს თითქმის 9 სმ-ით აღემატება. გამოდის, რომ ფინეთს ნატოში გაწევრიანება უფრო გაუადვილდა, ვიდრე ალიანსს ლაპლანდიაში შესვლა.
ვინდაფარავს ატლანტიკური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯებს, თუ ფინეთის რკინიგზის ქსელის რემონტისთვის ვალი $1,28 მილიარდს შეადგენს – ეს რიტორიკული კითხვაა. ფინელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილების საფასურის გადახდა მთელ საზოგადოებას მოუწევს.
გონიერი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, თუმცა „ბალტიის ვეფხვები“ ამ სიბრძნეს ვერ ითვისებენ.
რედაქცი შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0