https://sputnik-georgia.com/20241123/batumi-turizmis-oskarzea-nominirebuli-world-travel-awards-291053793.html
World Travel Awards: ბათუმი ტურიზმის „ოსკარზეა“ ნომინირებული
World Travel Awards: ბათუმი ტურიზმის „ოსკარზეა“ ნომინირებული
Sputnik საქართველო
ბათუმს ტურისტული „ოსკარი“ ექვსჯერ აქვს მოგებული 23.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-23T13:16+0400
2024-11-23T13:16+0400
2024-11-23T13:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251906565_40:0:1240:675_1920x0_80_0_0_dd7416b6acf2a5a2d69855143b822b2a.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ბათუმი წარდგენილია World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ნომინაციაზე, რომელიც ცნობილია როგორც ტურისტულ „ოსკარი“, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმი მელბორნის (ავსტრალია), ოსლოს (ნორვეგია), ჟენევის (შვეიცარია), მიუნხენის (გერმანია), ასპენის (აშშ), ბეიჯინისა (ჩინეთი) და ვისლერის (კანადა) გვერდითაა დასახელებული.World Travel Awards-ის წლის შემაჯამებელი ღონისძიება 24 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზეა დაგეგმილი.2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ მოიპოვა.2023 წელს ბათუმმა მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიას უმასპინძლა. ე.წ ტურიზმის „ოსკარის“ საიუბილეო საღამოს ბათუმში 24 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.World Travel Awards დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. ნომინანტებს შორის არიან წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251906565_190:0:1090:675_1920x0_80_0_0_262eb480d67da86767db6f76570a27fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბათუმი
World Travel Awards: ბათუმი ტურიზმის „ოსკარზეა“ ნომინირებული
ბათუმს ტურისტული „ოსკარი“ ექვსჯერ აქვს მოგებული
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ბათუმი წარდგენილია World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ნომინაციაზე, რომელიც ცნობილია როგორც ტურისტულ „ოსკარი“, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმი მელბორნის (ავსტრალია), ოსლოს (ნორვეგია), ჟენევის (შვეიცარია), მიუნხენის (გერმანია), ასპენის (აშშ), ბეიჯინისა (ჩინეთი) და ვისლერის (კანადა) გვერდითაა დასახელებული.
World Travel Awards-ის წლის შემაჯამებელი ღონისძიება 24 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზეა დაგეგმილი.
„ღონისძიებაზე გაირკვევა, რამდენად შეძლებს ბათუმი ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების სტატუსის შემდეგ, რომელიც გასულ წელს მიიღო, ახალი ჯილდო მოიპოვოს“, - აღნიშნულია ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებაში.
2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ მოიპოვა.
2023 წელს ბათუმმა მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიას უმასპინძლა. ე.წ ტურიზმის „ოსკარის“ საიუბილეო საღამოს ბათუმში 24 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
World Travel Awards დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. ნომინანტებს შორის არიან წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.