https://sputnik-georgia.com/20241123/aziis-ganvitarebis-banki-saqartvelosi-profesiuli-ganatlebis-gaumjobesebas-seuwyobs-xels-291050724.html
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს
Sputnik საქართველო
ADB-ს 2007 წლიდან საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. 23.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-23T10:55+0400
2024-11-23T10:55+0400
2024-11-23T10:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_967ca1c5e06033b253466a408c5bfd55.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად 68,198 მილიონი ლარის (25 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი) საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.დაფინანსება საქართველოში მიმდინარე ADB-ის პროგრამის - „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ მეორე ქვეპროგრამაა. მისი მიზანია - პროფესიული განათლების და მომზადების, რელევანტურობის ხარისხის გაუმჯობესება ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.ჟუკოვის თქმით, პროფესიული პროგრამების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებით ADB მიზნად ისახავს, გაზარდოს ახალგაზრდებისა და ზრდასრულების დასაქმების დონე და ასევე, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას უკეთესი უნარებით აღჭურვილი ადამიანური რესურსის განვითარებით.როგორც აზიის განვითარების ბანკში აცხადებენ, 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის ფარგლებში, გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე წვდომა. ეს განპირობებული იყო პროფესიული სწავლების დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცედურის დახვეწით, ზრდასრულთა განათლების სარეგულაციო ჩარჩოს მიღებითა და პროფესიული განათლების კერძო მომწოდებლებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მქონე სავაუჩერო პროგრამის შექმნით.გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების ხელფასები, განვითარდა „პროფესიული ჰაბების” კონცეფცია და პროფესიული განათლების სისტემაში ჩაეშვა საჯარო-კერძო თანამშრომლობის საპილოტე პროგრამები.აზიის განვითარების ბანკის ცნობით, მეორე ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დაეხმარება პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, გაზრდის წვდომას პროფესიულ სწავლებაზე და ჩართავს კერძო სექტორს პროფესიული პროგრამებისა და სასწავლო გეგმის რელევანტურობის გაუმჯობესებაში.ADB-ის განმარტებით, პროფესიული პროგრამების წახალისებით იმ რეგიონების სკოლებში, სადაც პროფესიული კოლეჯები არ არის, პროექტი ხელს უწყობს შესაძლებლობების გაზრდას სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მოსახლეობისთვის.ეს ასევე გააძლიერებს ქალებს დასაქმებასა და განათლებაზე მათი წვდომის გაუმჯობესებით.ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.ADB-ის განვითარების პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირი და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.პროფესიული განათლება პრიორიტეტულიამას შემდეგ, რაც 2018 წელს საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებები.განხორციელებულ რეფორმებს შორისაა ინტეგრირებული სწავლების პროცესი, როდესაც მეცხრე კლასის კურსდამთავრებულს შეუძლია პროფესიულ კოლეჯში ჩაბარება, რომელიმე პროფესიის დაუფლება და ამასთან, საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღება.ასევე შემუშავებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რაც საშუალებას იძლევა ბიზნესის ხელშეწყობით შრომის ბაზრისთვის დიდი რაოდენობით ადამიანები გადამზადდნენ.გარდა ამისა, 2023 წლის სექტემბერში მაშინდელმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დააანონსა ახალი რეფორმა, რომლის მიხედვითაც სკოლებში გამოსაშვები კლასებისთვის (9-12 კლასები) პროფესიული განათლება დაინერგება.სასკოლო პროგრამის ფარგლებში სწავლის პარალელურად მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ ერთი კონკრეტული პროფესია და გაიარონ სწავლება, სკოლის დამთავრების შემდეგ კი მიიღებენ როგორც სკოლის ატესტატი, ისე პროფესიული განათლების დიპლომი.როდის დაიწყება რეფორმა, ჯერჯერობით, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ეს იქნება საპილოტე პროგრამა, რომელიც 40-50 საჯარო სკოლაში განხორციელდება. საქართველოში სულ 2.100 სკოლაა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 9,9%-ით გაიზარდა და 15,5 ათასი სტუდენტი შეადგინა. გასულ წელს კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 8,1 ათასი შეადგინა, მათგან 48,3% ქალი და 51,7% მამაკაცია.სტუდენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა ინჟინერია, ბიზნეს-ადმინისტრირება, წარმოება და მშენებლობა, სამართალი და ჯანდაცვა.პროფესიული განათლების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს თბილისის მერიასაც, რომელიც 2018 წლიდან ახორციელებს პროფესიული გადამზადების პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას.პროგრამას აქვს დაახლოებით 50 მიმართულება, მათ შორის ტურიზმი, სასტუმრო სფერო, წარმოება, მომსახურება, სატრანსპორტო და ფინანსური სექტორები, IT, ჯანდაცვა და ვეტერინარია.„ისწავლე და დასაქმდი" ფარგლებში პროგრამის დაწყებიდან ამ დრომდე გადამზადდა 6,5 ათასი ადამიანი, საიდანაც 70% დასაქმდა. 2023-2025 წლებში პროგრამაში 10 ათასი მოქალაქის ჩართვა იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_56:0:944:666_1920x0_80_0_0_b65b8e5cb85c52a16d6b16d092149c09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს
ADB-ს 2007 წლიდან საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად 68,198 მილიონი ლარის (25 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი) საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
დაფინანსება საქართველოში მიმდინარე ADB-ის პროგრამის - „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ მეორე ქვეპროგრამაა. მისი მიზანია - პროფესიული განათლების და მომზადების, რელევანტურობის ხარისხის გაუმჯობესება ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
„მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად იმედისმომცემ შედეგებს ვხედავთ, რადგან გაიზარდა მოთხოვნა პროფესიულ განათლებაზე და ისტორიულად დაბალია უმუშევრობის დონე. ADB მზადაა განაგრძოს საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა“, - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.
ჟუკოვის თქმით, პროფესიული პროგრამების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებით ADB მიზნად ისახავს, გაზარდოს ახალგაზრდებისა და ზრდასრულების დასაქმების დონე და ასევე, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას უკეთესი უნარებით აღჭურვილი ადამიანური რესურსის განვითარებით.
როგორც აზიის განვითარების ბანკში აცხადებენ, 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის ფარგლებში, გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე წვდომა. ეს განპირობებული იყო პროფესიული სწავლების დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცედურის დახვეწით, ზრდასრულთა განათლების სარეგულაციო ჩარჩოს მიღებითა და პროფესიული განათლების კერძო მომწოდებლებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მქონე სავაუჩერო პროგრამის შექმნით.
გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების ხელფასები, განვითარდა „პროფესიული ჰაბების” კონცეფცია და პროფესიული განათლების სისტემაში ჩაეშვა საჯარო-კერძო თანამშრომლობის საპილოტე პროგრამები.
აზიის განვითარების ბანკის ცნობით, მეორე ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დაეხმარება პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, გაზრდის წვდომას პროფესიულ სწავლებაზე და ჩართავს კერძო სექტორს პროფესიული პროგრამებისა და სასწავლო გეგმის რელევანტურობის გაუმჯობესებაში.
ADB-ის განმარტებით, პროფესიული პროგრამების წახალისებით იმ რეგიონების სკოლებში, სადაც პროფესიული კოლეჯები არ არის, პროექტი ხელს უწყობს შესაძლებლობების გაზრდას სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მოსახლეობისთვის.
ეს ასევე გააძლიერებს ქალებს დასაქმებასა და განათლებაზე მათი წვდომის გაუმჯობესებით.
„ქვეპროგრამა 2-ის დაფინანსება ADB-ის ადგილობრივ ვალუტაში გაცემული პირველი სუვერენული სესხია. პროგრამა თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია გაზარდოს ადგილობრივ ვალუტაში აღებული სახელმწიფო ვალის წილი. ეს გააუმჯობესებს ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.
ADB-ის განვითარების პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირი და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
პროფესიული განათლება პრიორიტეტულია
მას შემდეგ, რაც 2018 წელს საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებები.
განხორციელებულ რეფორმებს შორისაა ინტეგრირებული სწავლების პროცესი, როდესაც მეცხრე კლასის კურსდამთავრებულს შეუძლია პროფესიულ კოლეჯში ჩაბარება, რომელიმე პროფესიის დაუფლება და ამასთან, საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღება.
ასევე შემუშავებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რაც საშუალებას იძლევა ბიზნესის ხელშეწყობით შრომის ბაზრისთვის დიდი რაოდენობით ადამიანები გადამზადდნენ.
გარდა ამისა, 2023 წლის სექტემბერში მაშინდელმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დააანონსა ახალი რეფორმა, რომლის მიხედვითაც სკოლებში გამოსაშვები კლასებისთვის (9-12 კლასები) პროფესიული განათლება დაინერგება.
სასკოლო პროგრამის ფარგლებში სწავლის პარალელურად მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ ერთი კონკრეტული პროფესია და გაიარონ სწავლება, სკოლის დამთავრების შემდეგ კი მიიღებენ როგორც სკოლის ატესტატი, ისე პროფესიული განათლების დიპლომი.
როდის დაიწყება რეფორმა, ჯერჯერობით, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ეს იქნება საპილოტე პროგრამა, რომელიც 40-50 საჯარო სკოლაში განხორციელდება. საქართველოში სულ 2.100 სკოლაა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 9,9%-ით გაიზარდა და 15,5 ათასი სტუდენტი შეადგინა. გასულ წელს კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 8,1 ათასი შეადგინა, მათგან 48,3% ქალი და 51,7% მამაკაცია.
სტუდენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა ინჟინერია, ბიზნეს-ადმინისტრირება, წარმოება და მშენებლობა, სამართალი და ჯანდაცვა.
პროფესიული განათლების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს თბილისის მერიასაც, რომელიც 2018 წლიდან ახორციელებს პროფესიული გადამზადების პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას.
პროგრამას აქვს დაახლოებით 50 მიმართულება, მათ შორის ტურიზმი, სასტუმრო სფერო, წარმოება, მომსახურება, სატრანსპორტო და ფინანსური სექტორები, IT, ჯანდაცვა და ვეტერინარია.
„ისწავლე და დასაქმდი" ფარგლებში პროგრამის დაწყებიდან ამ დრომდე გადამზადდა 6,5 ათასი ადამიანი, საიდანაც 70% დასაქმდა. 2023-2025 წლებში პროგრამაში 10 ათასი მოქალაქის ჩართვა იგეგმება.