https://sputnik-georgia.com/20241123/avstriasi-saertasoriso-festivalze-qartuli-rvino-waradgines-291057089.html
ავსტრიაში საერთაშორისო ფესტივალზე ქართული ღვინო წარადგინეს
ავსტრიაში საერთაშორისო ფესტივალზე ქართული ღვინო წარადგინეს
Sputnik საქართველო
Orange Wine Festival წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 23.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-23T18:15+0400
2024-11-23T18:15+0400
2024-11-23T18:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავსტრია
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290251655_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_21ede9d99e44db468bad6f1b8dca7f50.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების ფესტივალში - Orange Wine Festival მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.ქართული ღვინო გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგინეს.„ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი მწარმოებლის 350-მდე ღვინო მსოფლიოს 13 ქვეყნიდან: საქართველო, ავსტრია, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი, სლოვენია, სერბეთი, სლოვაკეთი და დიდი ბრიტანეთი.უწყების ცნობით, სტუმრები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ქართული ღვინის მიმართ.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.წყარო - ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველო
ავსტრია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290251655_147:0:1427:960_1920x0_80_0_0_bc6cdba34cea7afb63c4f09ba2969803.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავსტრია, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ავსტრია, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ავსტრიაში საერთაშორისო ფესტივალზე ქართული ღვინო წარადგინეს
Orange Wine Festival წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების ფესტივალში - Orange Wine Festival მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ქართული ღვინო გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგინეს.
„ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი მწარმოებლის 350-მდე ღვინო მსოფლიოს 13 ქვეყნიდან: საქართველო, ავსტრია, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი, სლოვენია, სერბეთი, სლოვაკეთი და დიდი ბრიტანეთი.
უწყების ცნობით, სტუმრები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ქართული ღვინის მიმართ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.