https://sputnik-georgia.com/20241122/ra-xdeba-uzravi-qonebis-bazarze-bolo-monacemebi-291047065.html
რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები
რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდვები გასულ წელთან შედარებით თითქმის 55%-ით გაიზარდა 22.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-22T19:03+0400
2024-11-22T19:03+0400
2024-11-22T19:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282123700_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_ee479dd5826552fa8a70b0c84bc33681.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. 2022-2223 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპი შენელდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.ანალიტიკოსების ინფორმაციით, ეს შენელება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, ფასების ზრდით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით.ამასთან, ანალიტიკოსები ფასის ზრდის პოტენციალს ხედავენ უცხოელი მყიდველების მხრიდან მოთხოვნის შემდგომი ზრდის შემთხვევაში.2024 წლის აპრილში ანალიტიკოსებმა ჩაატარეს ექვსი სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომლებსაც ბათუმში მიმდინარე სამშენებლო პროექტები აქვთ.გამოკითხვის მიხედვით, 2024 წლის ცხრა თვეში პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,9%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება ადგილობრივ მოსახლეობასა და რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვების შემცირებას უკავშირდება.ამის საპირისპიროდ, ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდვები გასულ წელთან შედარებით თითქმის 55%-ით გაიზარდა, ხოლო სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე გაყიდვები შემცირდა.2024 წლის სულ რაღაც სამ კვარტალში მეორად ბაზარზე 4752 ბინა გაიყიდა, რაც 10%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მიგრანტების გადინებით არის განპირობებული.ბათუმის პირველად ბაზარზე საშუალო ფასი განაგრძობდა ზრდას და წინა კვარტალთან შედარებით 3%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი შენელდა.2022-2023 წლებში ფასების ყოველთვიური ზრდის ტემპი 2-3% იყო, 2024 წელს კი 1%-ზე დაბალია.გარდა ამისა, ცხრა თვის განმავლობაში ბათუმში გაყიდული ბინების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 675,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე და ბინების გაყიდვების შემცირების შედეგია.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282123700_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c91dc566bcd38bbeff509f7d1448b053.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ბათუმი
რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები
ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდვები გასულ წელთან შედარებით თითქმის 55%-ით გაიზარდა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. 2022-2223 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპი შენელდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, ეს შენელება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, ფასების ზრდით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით.
„ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია და 2025 წლისთვის ჩვენ ველოდებით ფასების არსებულ დონეზე დასტაბილურებას“, - ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, ანალიტიკოსები ფასის ზრდის პოტენციალს ხედავენ უცხოელი მყიდველების მხრიდან მოთხოვნის შემდგომი ზრდის შემთხვევაში.
2024 წლის აპრილში ანალიტიკოსებმა ჩაატარეს ექვსი სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომლებსაც ბათუმში მიმდინარე სამშენებლო პროექტები აქვთ.
გამოკითხვის მიხედვით, 2024 წლის ცხრა თვეში პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,9%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება ადგილობრივ მოსახლეობასა და რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვების შემცირებას უკავშირდება.
ამის საპირისპიროდ, ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდვები გასულ წელთან შედარებით თითქმის 55%-ით გაიზარდა, ხოლო სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე გაყიდვები შემცირდა.
2024 წლის სულ რაღაც სამ კვარტალში მეორად ბაზარზე 4752 ბინა გაიყიდა, რაც 10%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მიგრანტების გადინებით არის განპირობებული.
ბათუმის პირველად ბაზარზე საშუალო ფასი განაგრძობდა ზრდას და წინა კვარტალთან შედარებით 3%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი შენელდა.
2022-2023 წლებში ფასების ყოველთვიური ზრდის ტემპი 2-3% იყო, 2024 წელს კი 1%-ზე დაბალია.
გარდა ამისა, ცხრა თვის განმავლობაში ბათუმში გაყიდული ბინების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 675,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე და ბინების გაყიდვების შემცირების შედეგია.