https://sputnik-georgia.com/20241121/xalxs-surs-gaigos-martla-vwirdebit-tu-ara-evrokavsirs-papuasvili-291035317.html
ხალხს სურს გაიგოს, მართლა ვჭირდებით თუ არა ევროკავშირს - პაპუაშვილი
ხალხს სურს გაიგოს, მართლა ვჭირდებით თუ არა ევროკავშირს - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
როგორც საქართველო უნდა მოემზადოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ასევე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს საქართველოს გაწევრიანებისთვის, აღნიშნა პარლამენტის... 21.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-21T14:46+0400
2024-11-21T14:46+0400
2024-11-21T14:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713812_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_fc7279abdcf8bdc73d6debd19dbaa935.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ქართველ ხალხს არ სურს სამადლოდ გადმოგდებული რაიმე პროგრესი ან სხვა რამ, და უნდა მართლა გაიგოს, ნამდვილად სჭირდება თუ არა საქართველო ევროკავშირს და ითვლება თუ არა საქართველო გაერთიანების მნიშვნელოვან ნაწილად, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა.სპიკერის თქმით, ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი, და ევროკავშირმაც უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები.„ეს არის ორმხრივი გზა, სადაც ჩვენ, ჩვენი მხრივ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და ჩვენკენაც უნდა გადმოდგან ნაბიჯები“, - ხაზგასმით აღნიშნა პაპუაშვილმა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირი თავის დევიზად მრავალფეროვნებას აცხადებს.„ეს მრავალფეროვნება როგორ არის თუ ყველა ერთ ჭკუაზე დაგვაყენეს ყველაფერზე აუცილებლად. ჩვენც ხომ უნდა მოგვისმინონ?!“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ როგორც საქართველო უნდა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის, ისე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს საქართველოს წევრობისთვის.ამასთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა გაიხსენა ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში გასულ კვირას, რომლებიც, პაპუაშვილის თქმით, გაეროს კონვენციის დარღვევით ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სიტყვით წარდგნენ.„იმათ როგორ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ, რომ ვართ თანასწორები. წარმოგიდგენიათ, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს და ბერლინში ჩაატაროს მიტინგი, ან ვილნიუსში? “, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.გასულ კვირაში ევროკავშირის პარლამენტების ვიცე-სპიკერები და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები შეხვდნენ ყველას, ვინც საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საღამოს კი ისინი საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ.პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთ პოლიტიკოსს სურს ისე წარმოაჩინოს, რომ საქართველო მადლობელი უნდა იყოს და კვლავაც უნდა ითამაშონ „დიდი ძმის“ როლი, რომელსაც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ქართველები საბჭოთა კავშირში ყოფნის პერიოდშიც კი არ ეგუებოდნენ.პაპუაშვილმა გაიხსნება ასევე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი იკეტება მათი ხელით, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანების ხელითაც, ვინც არჩევნებით მანიპულირება მოახდინა და არ ჩაატარა ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში.ნუ ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხის რევიზორები გახდებიან, აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორისსაქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713812_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_7f827dfd1e4607b38dddc9cbb4b98402.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ხალხს სურს გაიგოს, მართლა ვჭირდებით თუ არა ევროკავშირს - პაპუაშვილი
როგორც საქართველო უნდა მოემზადოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ასევე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს საქართველოს გაწევრიანებისთვის, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ქართველ ხალხს არ სურს სამადლოდ გადმოგდებული რაიმე პროგრესი ან სხვა რამ, და უნდა მართლა გაიგოს, ნამდვილად სჭირდება თუ არა საქართველო ევროკავშირს და ითვლება თუ არა საქართველო გაერთიანების მნიშვნელოვან ნაწილად, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა.
„სამადლოდ არც ჩვენ გვინდა ევროკავშირში. ჩვენ გვინდა მართლა გავიგოთ, რომ ვჭირდებით თუ არა ევროკავშირს. ჩვენ განგვიხილავენ თუ არა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან ნაწილად. სამადლოდ გადმოგდებული არც პროგრესი უნდა ქართველ ხალხს და არც არაფერი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი, და ევროკავშირმაც უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები.
„ეს არის ორმხრივი გზა, სადაც ჩვენ, ჩვენი მხრივ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და ჩვენკენაც უნდა გადმოდგან ნაბიჯები“, - ხაზგასმით აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირი თავის დევიზად მრავალფეროვნებას აცხადებს.
„ეს მრავალფეროვნება როგორ არის თუ ყველა ერთ ჭკუაზე დაგვაყენეს ყველაფერზე აუცილებლად. ჩვენც ხომ უნდა მოგვისმინონ?!“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ როგორც საქართველო უნდა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის, ისე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს საქართველოს წევრობისთვის.
„როგორც ჩანს, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ევროინტეგრაციის პროცესი, ეს არის ბანანის რესპუბლიკისთვის ჭკუის სწავლების პროცესი. ამას ვხედავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა გაიხსენა ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში გასულ კვირას, რომლებიც, პაპუაშვილის თქმით, გაეროს კონვენციის დარღვევით ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სიტყვით წარდგნენ.
„იმათ როგორ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ, რომ ვართ თანასწორები. წარმოგიდგენიათ, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს და ბერლინში ჩაატაროს მიტინგი, ან ვილნიუსში? “, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გასულ კვირაში ევროკავშირის პარლამენტების ვიცე-სპიკერები და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები შეხვდნენ ყველას, ვინც საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საღამოს კი ისინი საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ.
პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთ პოლიტიკოსს სურს ისე წარმოაჩინოს, რომ საქართველო მადლობელი უნდა იყოს და კვლავაც უნდა ითამაშონ „დიდი ძმის“ როლი, რომელსაც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ქართველები საბჭოთა კავშირში ყოფნის პერიოდშიც კი არ ეგუებოდნენ.
პაპუაშვილმა გაიხსნება ასევე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი იკეტება მათი ხელით, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანების ხელითაც, ვინც არჩევნებით მანიპულირება მოახდინა და არ ჩაატარა ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
„როდესაც თავს უფლებას აძლევენ ასეთი რაღაცების, ყველას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპელებს, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებს შევახსენებ, გაიხსენონ საბჭოთა კავშირის პერიოდი, ჩვენი საერთო პერიოდი რომ იყო და დაპყრობილები რომ იყვნენ, გაიხსენონ ერთი ქართველები მაშინ როგორ ვიქცეოდით და ასე ადვილად ვეგუებოდით თუ არა, რომ ზემოდან დაეხედათ ჩვენთვის არათუ ლიეტუველ, ლატვიელ, ესტონელ პოლიტიკოსს, არამედ, მოსკოვიდან ჩამოსულ რევიზორებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ნუ ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხის რევიზორები გახდებიან, აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.