ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2024
გამოწერა
მიმდინარე წლის 10 თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 10,8% შეადგინა.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 1%-ით და 2,1 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტი კი 2,2%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 10 თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 10,8% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-ოქტომბერში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

580,3

3,8

იმპორტი

1 481,3

0

სულ

2 061,5

1

2024 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: თითქმის 124,7 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 60,5 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 58,9 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 33,4 ათასი ტონა ხილი, 29,4 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-ოქტომბერში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ღვინო

161,2

11,9

სპირტიანი სასმელები

128,8

156,8

მინერალური წყალი

68,1

25,5

ლიმონათი

53,4

0,8

ხილი

32,2

14,2

რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-ოქტომბერში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 270,3 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 581,5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 432,9 ათასი ტონა გაზი, 140,7 ათასი ტონა ნაგლინი ნახშირბადოვანი ფოლადისგან (დაუმუშავებელი), ასევე 78,4 ათასი ტონა კოქსი და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-ოქტომბერში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

438,2

-12,8

გაზი

122,1

20,1

ნახშირბადოვანი ფოლადი

82,5

112,4

ხორბალი და მესლინი

62,8

40,5

კოქსი

39,1

29,0

2023 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0