https://sputnik-georgia.com/20241121/tavs-italiuri-bankis-tanamsromlad-asarebdnene-saqartvelosi-5-qali-daakaves-291032623.html
თავს იტალიური ბანკის თანამშრომლებად ასაღებდნენ: საქართველოში 5 ქალი დააკავეს
თავს იტალიური ბანკის თანამშრომლებად ასაღებდნენ: საქართველოში 5 ქალი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულები დაზარალებულებს იტალიური ბანკის თანამშრომლებად ეცნობოდნენ და მაღალ პროცენტიან სარგებელს ჰპირდებოდნენ. 21.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-21T12:03+0400
2024-11-21T12:03+0400
2024-11-21T12:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_0:131:2501:1537_1920x0_80_0_0_75b1d772a73687e7451148cfb3ad566c.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი ფულადი თანხის გადაცემის შემთხვევაში, ისინი მიიღებდნენ მაღალ საპროცენტო სარგებელს.გამოძიების მიმდინარე ეტაპზე დადგენილია, რომ ამ გზით, ისინი მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ თანხას, ჯამში - 620.584 ლარის ოდენობით.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.უწყება აღნიშნავს, რომ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_138:0:2361:1667_1920x0_80_0_0_c248a7ebbd0d2e194dd98ed50e126518.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
თავს იტალიური ბანკის თანამშრომლებად ასაღებდნენ: საქართველოში 5 ქალი დააკავეს
ბრალდებულები დაზარალებულებს იტალიური ბანკის თანამშრომლებად ეცნობოდნენ და მაღალ პროცენტიან სარგებელს ჰპირდებოდნენ.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი ფულადი თანხის გადაცემის შემთხვევაში, ისინი მიიღებდნენ მაღალ საპროცენტო სარგებელს.
გამოძიების მიმდინარე ეტაპზე დადგენილია, რომ ამ გზით, ისინი მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ თანხას, ჯამში - 620.584 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
უწყება აღნიშნავს, რომ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.