https://sputnik-georgia.com/20241121/tavi-faraoni-hgonia-mawarasvili-prezidentis-sarcelis-sesaxeb-291036740.html
თავი ფარაონი ჰგონია - მაჭარაშვილი პრეზიდენტის სარჩელის შესახებ
თავი ფარაონი ჰგონია - მაჭარაშვილი პრეზიდენტის სარჩელის შესახებ
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, პირველი სესიის გამართვას და პარლამენტის წევრების არჩევას საკონსტიტუციო სარჩელთან კავშირი არ აქვს 21.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-21T17:35+0400
2024-11-21T17:35+0400
2024-11-21T17:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290562015_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_f4574e3a725d259e87ac88cc5a0e1ac5.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავი ფარაონი ჰგონია და გამოგონილ ნორმებზე დაყრდნობით უსაფუძვლო სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.ზურაბიშვილმა სასამართლოს 19 ნოემბერს მიმართა. სარჩელში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დასკვნითი ოქმები ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის გამო, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.მისი თქმით, პირველი სხდომის ჩატარებასა და პარლამენტის წევრების არჩევას საკონსტიტუციო სარჩელთან არანაირი კავშირი არ აქვს.„როდესაც შეგაქვს ნორმების გასაჩივრება საკონსტიტუციოში, ამ შემთხვევაში პირველი სხდომა ჩაინიშნება თუ არა, არაფერ შუაში არ არის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.დეპუტატი არ გამორიცხავს რომ ზურაბიშვილი აგონიაშია და ასეთი ტიპის უსაფუძვლო საკონსტიტუციო სარჩელის სწორედ მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვას უკავშირდება.ზურაბიშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა იწურება, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ იანვრის დასაწყისში გაიმართება, მას შემდეგ, რაც XI მოწვევის პარლამენტი ამუშავდება.საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში იქნება 300 წევრი, მათ შორის, პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი, ასევე საკრებულოების წარმომადგენლობები, რომლებსაც პარტიები აირჩევენ.რაც შეეხება ახალი პარლამენტის პირველ სხდომას, ის 25 ნოემბერს გაიმართება - ცესკოს მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან მეათე დღეს.ერთი სარჩელი - ორი ბრალდებაპირველი ბრალდება - საყოველთაო კენჭისყრის პრინციპის დარღვევა.იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად უქმნიდა სირთულეებს საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორას, პრეზიდენტმა საუბარი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო.ზურაბიშვილმა მოითხოვა საარჩევნო უბნების გახსნა მათ შორის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარგლებს გარეთ, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია დაჟინებით ამტკიცებდა, რომ საარჩევნო უბნების ფუნქციონირება მხოლოდ საელჩოსა და საკონსულოს შენობებში მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.კანონის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი შეიძლება გაიხსნას საკონსულოში რეგისტრირებული არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის. 42 ქვეყანაში ჯამში 60 უბანი გაიხსნა.საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო (სულ 3 508 294), საიდანაც საზღვარგარეთ ხმა მისცა 34 574-მა საქართველოს მოქალაქემ (სულ 95 910 მოქალაქე იყო რეგისტრირებული).საზღვარგარეთ ჩატარებული არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მეოთხე ადგილი დაიკავა, წინ გავიდნენ ოპოზიციური გაერთიანებები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“, ხოლო მთლიანად არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.მეორე ბრალდება ფარული კენჭისყრის პრინციპის დარღვევაა.არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პირველმა წამოჭრა ეს საკითხი, მოგვიანებით ეს აიტაცეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ.ისინი თავიანთ ბრალდებას იმით ამყარებდნენ, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან ჩანდა მარკერის კვალი, რომლითაც იყო გაფერადებული წრე სასურველი პარტიის გასწვრივ. სასამართლოებისთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.ოპოზიცია კვლავაც ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა არჩევნების ტოტალურ გაყალბებას და უარს ამბობს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ახალ პარლამენტში შესვლაზე.პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290562015_135:0:1600:1099_1920x0_80_0_0_c275c539cf61e708fc9088e4a9001d31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
თავი ფარაონი ჰგონია - მაჭარაშვილი პრეზიდენტის სარჩელის შესახებ
დეპუტატის თქმით, პირველი სესიის გამართვას და პარლამენტის წევრების არჩევას საკონსტიტუციო სარჩელთან კავშირი არ აქვს
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავი ფარაონი ჰგონია და გამოგონილ ნორმებზე დაყრდნობით უსაფუძვლო სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილმა სასამართლოს 19 ნოემბერს მიმართა. სარჩელში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დასკვნითი ოქმები ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის გამო, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, უკუღმა კითხულობს ყველაფერს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა გამოგონილ ნორმებზე, შესაბამება თუ არა კონსტიტუციას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, პირველი სხდომის ჩატარებასა და პარლამენტის წევრების არჩევას საკონსტიტუციო სარჩელთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„როდესაც შეგაქვს ნორმების გასაჩივრება საკონსტიტუციოში, ამ შემთხვევაში პირველი სხდომა ჩაინიშნება თუ არა, არაფერ შუაში არ არის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატი არ გამორიცხავს რომ ზურაბიშვილი აგონიაშია და ასეთი ტიპის უსაფუძვლო საკონსტიტუციო სარჩელის სწორედ მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვას უკავშირდება.
„სალომე ზურაბიშვილს თავი ჰგონია ფარაონი. ის ყველაფერს ფლობა და ყველაფერი იცის. ამიტომ არავის აზრს არ ითვალისწინებს და დაწერა ეს საკონსტიტუციო სარჩელი. ბოლო დღეები აქვს და შეიძლება ამიტომაც არის აგონიაში და ასეთი ტიპის უსაფუძვლო საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა სასამართლოში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ზურაბიშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა იწურება, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ იანვრის დასაწყისში გაიმართება, მას შემდეგ, რაც XI მოწვევის პარლამენტი ამუშავდება.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში იქნება 300 წევრი, მათ შორის, პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი, ასევე საკრებულოების წარმომადგენლობები, რომლებსაც პარტიები აირჩევენ.
რაც შეეხება ახალი პარლამენტის პირველ სხდომას, ის 25 ნოემბერს გაიმართება - ცესკოს მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან მეათე დღეს.
ერთი სარჩელი - ორი ბრალდება
პირველი ბრალდება - საყოველთაო კენჭისყრის პრინციპის დარღვევა.
იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად უქმნიდა სირთულეებს საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორას, პრეზიდენტმა საუბარი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო.
ზურაბიშვილმა მოითხოვა საარჩევნო უბნების გახსნა მათ შორის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარგლებს გარეთ, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია დაჟინებით ამტკიცებდა, რომ საარჩევნო უბნების ფუნქციონირება მხოლოდ საელჩოსა და საკონსულოს შენობებში მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
კანონის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი შეიძლება გაიხსნას საკონსულოში რეგისტრირებული არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის. 42 ქვეყანაში ჯამში 60 უბანი გაიხსნა.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო (სულ 3 508 294), საიდანაც საზღვარგარეთ ხმა მისცა 34 574-მა საქართველოს მოქალაქემ (სულ 95 910 მოქალაქე იყო რეგისტრირებული).
საზღვარგარეთ ჩატარებული არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მეოთხე ადგილი დაიკავა, წინ გავიდნენ ოპოზიციური გაერთიანებები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“, ხოლო მთლიანად არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.
მეორე ბრალდება ფარული კენჭისყრის პრინციპის დარღვევაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პირველმა წამოჭრა ეს საკითხი, მოგვიანებით ეს აიტაცეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ.
ისინი თავიანთ ბრალდებას იმით ამყარებდნენ, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან ჩანდა მარკერის კვალი, რომლითაც იყო გაფერადებული წრე სასურველი პარტიის გასწვრივ. სასამართლოებისთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ოპოზიცია კვლავაც ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა არჩევნების ტოტალურ გაყალბებას და უარს ამბობს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ახალ პარლამენტში შესვლაზე.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.