საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2024
გამოწერა
ISO 27001- ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 სერტიფიცირება გაიარა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
ISO 27001- ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეოთხედ მიიღო.
„საერთაშორისო მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა დღეს დიდი გამოწვევაა. ეროვნული ბანკი, კრიტიკულ ბიზნეს სისტემებს მართავს და ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია შესაბამისი ბიზნეს ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელება, რაც თავის მხრივ, მეტად საიმედოს ხდის საბანკო სერვისებს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
წელს ეროვნულმა ბანკმა ISO სტანდარტთან შესაბამისობა უკვე განახლებული ვერსიით ISO/IEC 27001:2022 გაიარა. საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და მათი დახვეწის მიზნით მუშაობა ათ წელზე მეტია მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე დაკავშირებული აუდიტის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები. სერტიფიკატი გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანომ TUV SUD Management Service GmbH - მა გასცა.
ყველა ახალი ამბავი
0