მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი: რუსეთმა უკრაინის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ უახლესი იარაღი გამოიყენა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2024
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა არაბირთვული რაკეტა გამოიყენა
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის ჯარებმა უკრაინაში არსებულ უდიდეს სამხედრო კომპლექსს უახლესი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ შეუტიეს, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
მან განმარტა, რომ რუსეთმა არაბირთვული რაკეტა გამოიყენა.
„ამერიკული და ბრიტანული შორი მოქმედების იარაღის გამოყენების საპასუხოდ, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული დარტყმა განახორციელეს“, - განაცხადა პუტინმა. მან ამ სიტყვებით რუსეთის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას და რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ უკრაინას არ შეუძლია გამოიყენოს შორი მოქმედების იარაღი ამ იარაღის მწარმოებელი ქვეყნების სამხედრო სპეციალისტების გარეშე და ეს კარგად არის ცნობილი, მათ შორის ექსპერტებისთვისაც.
ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დასავლეთის შორი მოქმედების რაკეტებმა კურსკის და ბრიანსკის ოლქებს შეუტია, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა გლობალური ხასიათის ნიშნები მიიღო.
ამავდროულად, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს დასავლური რაკეტების შეტევა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგემ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, აღნიშნა მან.
რაკეტა „ორეშნიკი“
რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაკეტა „ორეშნიკის“ საწინააღმდეგო საშუალება მსოფლიოში არ არსებობს. ის შეტევისას ავითარებს 10 მახის სიჩქარეს, რაც წამში 2,5-3 კილომეტრია.
„მსოფლიოში არსებული თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ევროპაში განთავსებულ ამერიკელების მიერ შექმნილ სარაკეტო თავდაცვით სისტემებს ასეთი რაკეტების ჩაჭერა არ შეუძლიათ. ეს გამორიცხულია“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაცია, „ორეშნიკის“ მსგავსი სისტემების შეტევის შემთხვევაში, უკრაინელ სამოქალაქო პირებს და მეგობარი ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლო განადგურების ზონების დატივებას შესთავაზებს.
„ჩვენ ამას გავაკეთებთ ჰუმანიტარული მიზეზების გამო - ღიად, საჯაროდ, მტრის წინააღმდეგობის შიშის გარეშე”, - ირწმუნება რუსეთის პრეზიდენტი.
ყველა ახალი ამბავი
0