https://sputnik-georgia.com/20241120/tbilisshi-transportis-mozraoba-sheizgudeba-291026240.html
თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. 20.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-20T20:55+0400
2024-11-20T20:55+0400
2024-11-20T20:55+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი წელი 2024
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290857372_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_b3e63abf42cc915a04a0337a2db42514.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, მელქიშვილის გამზირზე დაგეგმილი საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო 21 ნოემბრის 24:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს - ილუმინაციები და კონსტრუქციები საერთო ჯამში დედაქალაქის 90-მდე ქუჩასა და 30-მდე სკვერში მოეწყობა.უწყების ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.მანამდე მელიქიშვილის გამზირზე მოძრაობა ორი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ 20 ნოემბრის დილით იყო აღდგა.საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. ტრადიციულად, მთავარ ნაძვის ხესა და ილუმინაციებს საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ანთებენ.თბილისის მერია ხელისუფლება „საახალწლო ქალაქის“ მოწყობისა და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტის გამართვაზე 8,6 მლნ ლარს დახარჯავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290857372_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_5a6403d87e31b84655489bcafbe9d84c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი წელი 2024, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი წელი 2024, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, მელქიშვილის გამზირზე დაგეგმილი საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო 21 ნოემბრის 24:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს - ილუმინაციები და კონსტრუქციები საერთო ჯამში დედაქალაქის 90-მდე ქუჩასა და 30-მდე სკვერში მოეწყობა.
უწყების ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.
მანამდე მელიქიშვილის გამზირზე მოძრაობა ორი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ 20 ნოემბრის დილით იყო აღდგა.
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. ტრადიციულად, მთავარ ნაძვის ხესა და ილუმინაციებს საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ანთებენ.
თბილისის მერია ხელისუფლება „საახალწლო ქალაქის“ მოწყობისა და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტის გამართვაზე 8,6 მლნ ლარს დახარჯავს.