საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2024
გამოწერა
ერთა ლიგის B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა ჩეხეთი, მეორეზე - უკრაინა, მესამეზე - საქართველო, ბოლო ადგილზე კი ალბანეთი.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩში ჩეხეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
შეხვედრა ქალაქ ოლომოუცში, „ანდრუვის" სტადიონზე გაიმართა.
ანგარიში მატჩის მესამე წუთზე ჩეხეთის ნაკრებმა გახსნა - პაველ შულცმა ახლოდან ზუსტად დაარტყა. 24-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმა ადამ ჰლოჟეკმა იდეალურად შეასრულა და ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ თავისი შანსით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. თუმცა, გუნდმა მეტი გოლის გატანა ვერ შეძლო.
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის სექტემბრის მატჩში ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
დღეს გამართულ B ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე უკრაინასთან ანგარიშით 1:2 წააგო და C დივიზიონში დაქვეითდა.
ერთა ლიგის B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა ჩეხეთი, მეორეზე - უკრაინა, მესამეზე - საქართველო, ბოლო ადგილზე კი ალბანეთი.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად C დივიზიონის რომელიმე მესამეადგილოსანთან პლეი-ოფში ითამაშებს.
ყველა ახალი ამბავი
0