https://sputnik-georgia.com/20241120/saqartvelos-21-wlamdelta-nakrebi-evropis-chempionatze-iasparezebs-291008333.html
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. 20.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-20T01:05+0400
2024-11-20T01:05+0400
2024-11-20T01:14+0400
საქართველო
სპორტი
ხორვატია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/11/249467990_0:29:3001:1717_1920x0_80_0_0_f3c4d09233f2baf9c766e5bb5b1c82d2.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდულმა 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამში ხორვატიას სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.მატჩი ხორვატიის ქალაქ რიეკაში ჩატარდა.პლეი-ოფის პირველი შეხვედრა თბილისში 15 ნოემბერს გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. საპასუხო მატჩის ძირითადი და დამატებით დრო ხორვატების სასარგებლოდ ანგარიშით 3:2 დასრულდა.პირველი ტაიმი ფრე ანგარიშით 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში კი ხორვატები ბელიომ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებმა მატჩში ანგარიში მეორედ გაათანაბრა - მეტოქის კარი ლომინაძემ 78-ე წუთზე აიღო. თუმცა, ხორვატიამ ბოლო წუთებზე მესამე გოლიც გაიტანა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.დამატებულ დროში გოლი აღარ გასულა და საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა პენალტების სერიით გადაწყდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 7:6 იმარჯვა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს გიორგი კვერნაძემ, გიორგი აბულაშვილმა, ნოდარ ლომინაძემ, გიზი მამაგეიშვილმა, ლუკა ლაცაბიძემ, ნიკოლოზ უგრეხელიძემ და საბა ხვადაგიანმა.საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
საქართველო
ხორვატია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/11/249467990_336:0:2663:1745_1920x0_80_0_0_c05e8aaf095a966d2d60d850c8da382e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ხორვატია, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ხორვატია, ახალი ამბები
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს
01:05 20.11.2024 (განახლებულია: 01:14 20.11.2024) საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდულმა 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამში ხორვატიას სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
მატჩი ხორვატიის ქალაქ რიეკაში ჩატარდა.
პლეი-ოფის პირველი შეხვედრა თბილისში 15 ნოემბერს გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. საპასუხო მატჩის ძირითადი და დამატებით დრო ხორვატების სასარგებლოდ ანგარიშით 3:2 დასრულდა.
პირველი ტაიმი ფრე ანგარიშით 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში კი ხორვატები ბელიომ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებმა მატჩში ანგარიში მეორედ გაათანაბრა - მეტოქის კარი ლომინაძემ 78-ე წუთზე აიღო. თუმცა, ხორვატიამ ბოლო წუთებზე მესამე გოლიც გაიტანა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
დამატებულ დროში გოლი აღარ გასულა და საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა პენალტების სერიით გადაწყდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 7:6 იმარჯვა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს გიორგი კვერნაძემ, გიორგი აბულაშვილმა, ნოდარ ლომინაძემ, გიზი მამაგეიშვილმა, ლუკა ლაცაბიძემ, ნიკოლოზ უგრეხელიძემ და საბა ხვადაგიანმა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.