საგარეო ვაჭრობა კვლავ იზრდება - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2024
გამოწერა
ექსპორტმა 5,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვარ-ოქტომბერთან 7,4%-ით მეტია.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,5%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 13,6 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 5%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

5 468,4

7,4

იმპორტი

13 556,9

4,8

სულ

19 025,3

5,5

ექსპორტმა 5,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვარ-ოქტომბერთან 7,4%-ით მეტია.
2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

მსუბუქი ავტომობილები

2 000,4

13,5

ფეროშენადნობები

310,5

116,7

სპირტიანი სასმელები

242,0

57,7

ღვინო

237,1

9,1

ძვირფასი ლითონები და კონცენტრატები

198,1

282,2

2024 წლის ათ თვეში ყველაზე მეტად გაიზარდა ექსპორტი ძვირფასი ლითონისა და კონცენტრატების 282,2%-ით, ფეროშენადნობების - 116,7%-ით, ასევე სპირტიანი სასმელების - 57,7%-ით.
ამავე დროს, წლის დასაწყისიდან დავარდა ექსპორტი აზოტოვანი სასუქების - 27,9%-ით და მედიკამენტების - 2,8%-ით.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან შემდგომი დამუშავების გარეშე, სატვირთო მანქანები, სამკურნალო საშუალებები, სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ხორბალი, ელექტროენერგია და სხვ.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთი 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა %

მსუბუქი ავტომობილები

2 718,0

-4,3

ნავთობპროდუქტები

1 090,5

17,5

მედიკამენტები

513,1

15,0

გაზი

304,1

-13,4

სატელეფონო აპარატები

260,5

-12,5

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა იმპორტი გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების - 75,9%-ით, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან შემდგომი დამუშავების გარეშე - 75,2%-ით და სატვირთო ავტომობილების - 29,7%-ით.
წლის დასაწყისიდან შემცირდა იმპორტი ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების - 13,4%-ით, სატელეფონო აპარატების - 12,5%-ით, ასევე მსუბუქი ავტომობილების - 4,3%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში შეადგინა 2,6 მლრდ დოლარი, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,9%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა %

თურქეთი

2 636,0

7,3

რუსეთი

2 061,5

1,0

აშშ

1 728,3

-5,0

ჩინეთი

1 597,5

13,5

გერმანია

1 084,1

29,4

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და იაპონია.
ყველა ახალი ამბავი
0