https://sputnik-georgia.com/20241120/rkinigzaze-satvirto-gadazidvebi-shemcirda-291011456.html
საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები შემცირდა - ახალი მონაცემები
საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები შემცირდა - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2024 წლის მესამე კვარტალში რკინიგზის მომსახურებით 676,1 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 8,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 20.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-20T10:59+0400
2024-11-20T10:59+0400
2024-11-20T10:59+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:103:1280:823_1920x0_80_0_0_987861f629b3d3fcf5d86f7198d10eed.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადაზიდულია 3,6 მლნ ტონა ტვირთი, რაც 0,7%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობიდან 10% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 30,5% – საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59,4% – ტრანზიტზე.2024 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 23,1% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 76,9% – ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37% გამოგზავნილია რუსეთიდან, 30,8% – აზერბაიჯანიდან. დანარჩენი შემომტანი ქვეყნების წილი 10%-ზე ნაკლებია (სულ 32,2%).ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია ყაზახეთში - 13,5%, რუსეთში - 10,4%. სომხეთში - 10,3%. თითოეული დანარჩენი მიმღები ქვეყნის წილი 10%-ზე ნაკლებს შეადგენს (სულ 65,8%).ტრანზიტი„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 14,4% გადაზიდულია ნიდერლანდებში, 7,7% – თურქეთში, 4,9%- აშშ-ში, 3,8% - უკრაინაში, 3,3% - იტალიაში, 2,6% - ჩინეთში, 2,5% - რუმინეთში.აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 10,1%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 3,8%-ის - რუსეთი, 3,1%-ის – ჩინეთი, 2,1%-ის - თურქეთი, 1,5%-ის - საბერძნეთი, 1,3%-ის – აშშ, 1,1%-ის - რუმინეთი.მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40,6% მოდის კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 16,6% — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების, რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 14,2% — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 60,6% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 20,7% - კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, ხოლო 8,1% — სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე.რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (45,7%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (20,5%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13,1%), ძირითადი ლითონები (6,9%), ასევე საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (3,6%).ამავე დროს ექსპორტზე გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (37,4%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (27,7%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13%), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (9,5%).სამგზავრო გადაზიდვები2024 წლის მესამე კვარტალში რკინიგზის მომსახურებით 676,1 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 8,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 46%-ით გაიზარდა და 327 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 658,9 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97,4%-ს შეადგენს და 8,2%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17,3 ათასი მგზავრი, რაც 11,4%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 79,2% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 20,8%. სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვები არ განხორციელებულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ad1b9254a8b1faf856dba1f8d1e00cf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები შემცირდა - ახალი მონაცემები
2024 წლის მესამე კვარტალში რკინიგზის მომსახურებით 676,1 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 8,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადაზიდულია 3,6 მლნ ტონა ტვირთი, რაც 0,7%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობიდან 10% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 30,5% – საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59,4% – ტრანზიტზე.
2024 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 23,1% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 76,9% – ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.
გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37% გამოგზავნილია რუსეთიდან, 30,8% – აზერბაიჯანიდან. დანარჩენი შემომტანი ქვეყნების წილი 10%-ზე ნაკლებია (სულ 32,2%).
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია ყაზახეთში - 13,5%, რუსეთში - 10,4%. სომხეთში - 10,3%. თითოეული დანარჩენი მიმღები ქვეყნის წილი 10%-ზე ნაკლებს შეადგენს (სულ 65,8%).
„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 14,4% გადაზიდულია ნიდერლანდებში, 7,7% – თურქეთში, 4,9%- აშშ-ში, 3,8% - უკრაინაში, 3,3% - იტალიაში, 2,6% - ჩინეთში, 2,5% - რუმინეთში.
აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 10,1%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 3,8%-ის - რუსეთი, 3,1%-ის – ჩინეთი, 2,1%-ის - თურქეთი, 1,5%-ის - საბერძნეთი, 1,3%-ის – აშშ, 1,1%-ის - რუმინეთი.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40,6% მოდის კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 16,6% — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების, რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 14,2% — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 60,6% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 20,7% - კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, ხოლო 8,1% — სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (45,7%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (20,5%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13,1%), ძირითადი ლითონები (6,9%), ასევე საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (3,6%).
ამავე დროს ექსპორტზე გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (37,4%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (27,7%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13%), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (9,5%).
2024 წლის მესამე კვარტალში რკინიგზის მომსახურებით 676,1 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 8,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 46%-ით გაიზარდა და 327 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.
ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 658,9 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97,4%-ს შეადგენს და 8,2%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17,3 ათასი მგზავრი, რაც 11,4%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 79,2% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 20,8%. სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვები არ განხორციელებულა.