პაპუაშვილი: მაიკ ჯონსონის სიტყვებმა საქართველოს კრიტიკის აბსურდულობა დაადასტურა

© AFP 2024 / MANDEL NGANკაპიტოლიუმი
კაპიტოლიუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2024
გამოწერა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, კაცი კაცია, ქალი არის ქალი და კაცი ვერ გახდება ქალი
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომლის გაუქმებას ოპოზიცია ითხოვს, სწორედ იმ საკითხს არეგულირებს, რაზეც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ისაუბრა, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ჯონსონმა, კითხვის პასუხად, წარმომადგენელთა პალატის არჩეული წევრი ტრანსგენდერი სარა მაკბრაიდი კაცია თუ ქალი, განაცხადა, რომ მამაკაცი კაცი კაცია, ქალი არის ქალი და კაცი ვერ გახდება ქალი. ასევე მჯერა, რომ ყველას მიმართ საჭიროა ღირსეულად მოპყრობა, დასძინა მან.
„როდესაც ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, ალბათ, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე “, - დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, სწორედ ამას არეგულირებს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, რომლის გაუქმებასაც ოპოზიცია უცხოელების კარნახით ითხოვს".
აღნიშნული კანონით იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
დასავლეთი მოითხოვს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში ე.წ. ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღება ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის მოსახლეობის ნაწილის დისკრიმინაციის გაზრდის რისკებს.
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ყველა ახალი ამბავი
0