ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა შეიზღუდება

© Tbilisi City Hallჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთა
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთა - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2024
გამოწერა
მოძრაობის შეზღუდვა გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის გამო გახდა აუცილებელი.
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა გრძელდება.
აღნიშნული სამუშაოების გამო 21 და 22 ნოემბერს 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მოსახლეობას.
ყველა ახალი ამბავი
0