https://sputnik-georgia.com/20241120/cesko-deputatebs-droebit-mowmobebs-gadascems-291019802.html
ცესკო პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ცესკო პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
Sputnik საქართველო
ოპოზიცია უარს აცხადებს ახლადარჩეულ პარლამენტში მუშაობაზე და ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა 20.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-20T17:00+0400
2024-11-20T17:00+0400
2024-11-20T18:04+0400
საქართველო
ცესკო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ab1857b027eb21cce061a74251c7cd9a.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კანონის თანახმად, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობები დაამზადა, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. გაერთიანებებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის" და „ძლიერმა საქართველომ" პირდაპირ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, ხოლო პარტიამ „საქართველოსთვის" აირჩია თავშეკავებული ფორმულირება, რომ არ აპირებენ ასეთი პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას.ცესკოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები გეგმავენ არჩეულ დეპუტატებთან დაკავშირებას, რათა ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათ პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობები გადასცენ.რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების აღიარების მომენტიდან. ანუ პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია 150-დან მინიმუმ 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა.12 ნოემბერს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგები გამართეს და განაცხადეს, რომ უარს ამბობენ დეპუტატის მანდატებზე და ცესკოსგან მოითხოვეს მათი პარტიული სიების გაუქმება, რომელშიც შედიან როგორც არჩეული დეპუტატები, ისე პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატები. პარტიები „ხსნიან“ სიებს იმის გამო, რომ არჩეული დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მათი ადგილები პარტიული სიიდან მომდევნო წევრმა არ დაიკავოს.ამის პასუხად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუძლებელი უწოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ოპოზიციონერების მოთხოვნის დაკმაყოფილებას - ოპოზიციონერები მოითხოვენ არ დაიწყოს მათი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის პროცედურა.როგორც ცესკომ განმარტა, შესაძლებელია პარტიული სიის მხოლოდ იმ ნაწილის გაუქმება, სადაც პარლამენტში არშესული კანდიდატები დარჩნენ, ისიც მხოლოდ ახალი პარლამენტის შეკრების და ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. ასევე, ამ პროცედურის შემდეგ შესაძლებელია სიიდან საკუთარი კანდიდატურის ინდივიდუალური წესით ამოღება.რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს, განმარტა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. კენჭისყრა 26 ოქტომბერს ჩატარდა.პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5ab83ad82033f74c28122278eacca300.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ცესკო პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
17:00 20.11.2024 (განახლებულია: 18:04 20.11.2024) ოპოზიცია უარს აცხადებს ახლადარჩეულ პარლამენტში მუშაობაზე და ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კანონის თანახმად, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობები დაამზადა, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. გაერთიანებებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის" და „ძლიერმა საქართველომ" პირდაპირ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, ხოლო პარტიამ „საქართველოსთვის" აირჩია თავშეკავებული ფორმულირება, რომ არ აპირებენ ასეთი პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები გეგმავენ არჩეულ დეპუტატებთან დაკავშირებას, რათა ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათ პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობები გადასცენ.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების აღიარების მომენტიდან. ანუ პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია 150-დან მინიმუმ 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა.
12 ნოემბერს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგები გამართეს და განაცხადეს, რომ უარს ამბობენ დეპუტატის მანდატებზე და ცესკოსგან მოითხოვეს მათი პარტიული სიების გაუქმება, რომელშიც შედიან როგორც არჩეული დეპუტატები, ისე პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატები. პარტიები „ხსნიან“ სიებს იმის გამო, რომ არჩეული დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მათი ადგილები პარტიული სიიდან მომდევნო წევრმა არ დაიკავოს.
ამის პასუხად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუძლებელი უწოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ოპოზიციონერების მოთხოვნის დაკმაყოფილებას - ოპოზიციონერები მოითხოვენ არ დაიწყოს მათი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის პროცედურა.
როგორც ცესკომ განმარტა, შესაძლებელია პარტიული სიის მხოლოდ იმ ნაწილის გაუქმება, სადაც პარლამენტში არშესული კანდიდატები დარჩნენ, ისიც მხოლოდ ახალი პარლამენტის შეკრების და ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. ასევე, ამ პროცედურის შემდეგ შესაძლებელია სიიდან საკუთარი კანდიდატურის ინდივიდუალური წესით ამოღება.
რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს, განმარტა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. კენჭისყრა 26 ოქტომბერს ჩატარდა.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.