https://sputnik-georgia.com/20241119/tbilisis-centrshi-aqcia-dashales-290973997.html
თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია დაშალეს
თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია დაშალეს
Sputnik საქართველო
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას. 19.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-19T08:22+0400
2024-11-19T08:22+0400
2024-11-19T09:25+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/12/290956166_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f7d15b417193e92abe89793f477f28b3.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე ოპოზიციის აქცია, რომელიც უარს აცხადებს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე, დაშალა.ვარაზისხევის, მელიქიშვილის, კეკელიძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე ოპოზიციის მხარდამჭერებმა კარვები კვირას, საღამოს გაშალეს. აქციის მონაწილეებს ურიგებდნენ საკვებს, ცხელ სასმელებსა და პლედებს, რათა ღამით აღნიშნულ ტერიტორიაზე დარჩენილიყვნენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.აქციის დაშლის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი.ამ დროისთვის პოლიციას სრულად დაკავებული აქვს ჭავჭავაძის გამზირი და აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა.მედიის ცნობით, აქციაზე რამდენიმე მომიტინგე დააკავეს, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა გადაიყვანა.ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/12/290956166_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_db364a0483a6d919e3d39afba5bb620b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია დაშალეს
08:22 19.11.2024 (განახლებულია: 09:25 19.11.2024) ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე ოპოზიციის აქცია, რომელიც უარს აცხადებს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე, დაშალა.
ვარაზისხევის, მელიქიშვილის, კეკელიძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე ოპოზიციის მხარდამჭერებმა კარვები კვირას, საღამოს გაშალეს. აქციის მონაწილეებს ურიგებდნენ საკვებს, ცხელ სასმელებსა და პლედებს, რათა ღამით აღნიშნულ ტერიტორიაზე დარჩენილიყვნენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
აქციის დაშლის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი.
„შეკრების მონაწილეებს საკმარისად მიეცათ დრო, რათა გამოეხატათ საკუთარი აზრი და დაეფიქსირებინათ პროტესტი. გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს გზების გადაკეტვას და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის პოლიციას სრულად დაკავებული აქვს ჭავჭავაძის გამზირი და აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა.
მედიის ცნობით, აქციაზე რამდენიმე მომიტინგე დააკავეს, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა გადაიყვანა.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას.