https://sputnik-georgia.com/20241119/opoziciam-chavchavadzis-gamzirze-protesti-ganaaxla-291006824.html
ოპოზიციამ ძველი საპროტესტო ადგილი დაიბრუნა - აქციის დაშლის შემდეგ განვითარებული მოვლენები
ოპოზიციამ ძველი საპროტესტო ადგილი დაიბრუნა - აქციის დაშლის შემდეგ განვითარებული მოვლენები
Sputnik საქართველო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ კარვები გაშალეს 19.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-19T22:27+0400
2024-11-19T22:27+0400
2024-11-19T23:20+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/13/290984891_0:448:2048:1600_1920x0_80_0_0_03e1c975db07b2f3d37d34d79849576f.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები, რომლებიც საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ, დისლოკაციის ძველ ადგილას - ვარაზიხევის, მელიქიშვილის, კეკელიძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე დაბრუნდნენ.აღნიშნულ ადგილზე უწყვეტი საპროტესტო აქცია 17 ნოემბერს დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ჯერ კარვები გაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია სამარშრუტო ტაქსებით, ქვიშით სავსე ტომრებით, ნაგვის ურნებითა და სხვა საგნებით ჩახერხეს.თბილისის ცენტრში ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიის გადაკეტვამ გააძლიერა საცობები ქალაქში, რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ავტომობილის მძღოლები იძულებული გახდნენ შემოვლითი გზებით ესარგებლათ.19 ნოემბრის დაახლოებით 07:00 საათზე ადგილზე ძალოვანები გამოჩნდნენ და გზის სავალი ნაწილის გაწმენდა მოითხოვეს. მათ თავიანთი მოთხოვნა იმით ახსნეს, რომ კანონის თანახმად, გზის გადაკეტვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული იძულებითი ღონისძიება გამოწვეულია ხალხის სიმრავლს გამო.მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყეს. ზოგიერთმა აქტივისტმა პროტესტის ნიშნად კარვები დაწვა. როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეებისგან გაასუფთავა ტერიტორია, „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საქმეს შეუერთდნენ.თუმცა, პროტესტი ამით არ დასრულებულა - აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე გაჩერდნენ და მხარდამჭერებს შემოერთებისკენ მოუწოდეს. გამთენიისას მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 16 პირი დააკავეს.ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პოლიცია სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, მმართველი პარტია „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტეს, რომ პოლიცია მოქმედებდა ლოგიკურად და კანონის ფარგლებში.საღამოსთვის აქციის მონაწილეთა რაოდენობამ მატება დაიწყო. დაახლოებით 20:00 საათზე ოპოზიცია, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები კვლავ დაუბრუნდნენ პროტესტის ძველ ადგილს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას - ადგილზე კარვები კვლავ მიიტანეს.აქციის ორგანიზატორები არიან ოპოზიციური გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებისთვის", რომელთა ლიდერები მიხეილ სააკაშვილის პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.აქციებში რიგითი მონაწილეების სახით მონაწილეობენ დანარჩენი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე შევიდნენ პარლამენტში - კოალიცია „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის".ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცადნენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მეშვეობით მიეღოთ აღიარება საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევისა და საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა როგორც ცესკოსთვის, ისე სასამართლოებისთვის, გარდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსი, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.მოსარჩელეების თქმით, ის, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად, არის ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა.სასამართლოებისთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.სამშაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.საღამოს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის 30-მა დეპუტატმა საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ განცხადება კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამარ კორძაიამ გააკეთა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/13/290984891_0:256:2048:1792_1920x0_80_0_0_6a30eba98198813467e6ffa567238e1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ოპოზიციამ ძველი საპროტესტო ადგილი დაიბრუნა - აქციის დაშლის შემდეგ განვითარებული მოვლენები
22:27 19.11.2024 (განახლებულია: 23:20 19.11.2024) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ კარვები გაშალეს
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები, რომლებიც საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ, დისლოკაციის ძველ ადგილას - ვარაზიხევის, მელიქიშვილის, კეკელიძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე დაბრუნდნენ.
აღნიშნულ ადგილზე უწყვეტი საპროტესტო აქცია 17 ნოემბერს დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ჯერ კარვები გაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია სამარშრუტო ტაქსებით, ქვიშით სავსე ტომრებით, ნაგვის ურნებითა და სხვა საგნებით ჩახერხეს.
თბილისის ცენტრში ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიის გადაკეტვამ გააძლიერა საცობები ქალაქში, რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ავტომობილის მძღოლები იძულებული გახდნენ შემოვლითი გზებით ესარგებლათ.
19 ნოემბრის დაახლოებით 07:00 საათზე ადგილზე ძალოვანები გამოჩნდნენ და გზის სავალი ნაწილის გაწმენდა მოითხოვეს. მათ თავიანთი მოთხოვნა იმით ახსნეს, რომ კანონის თანახმად, გზის გადაკეტვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული იძულებითი ღონისძიება გამოწვეულია ხალხის სიმრავლს გამო.
მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყეს. ზოგიერთმა აქტივისტმა პროტესტის ნიშნად კარვები დაწვა.
როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეებისგან გაასუფთავა ტერიტორია, „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საქმეს შეუერთდნენ.
თუმცა, პროტესტი ამით არ დასრულებულა - აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე გაჩერდნენ და მხარდამჭერებს შემოერთებისკენ მოუწოდეს. გამთენიისას მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 16 პირი დააკავეს.
ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პოლიცია სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, მმართველი პარტია „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტეს, რომ პოლიცია მოქმედებდა ლოგიკურად და კანონის ფარგლებში.
საღამოსთვის აქციის მონაწილეთა რაოდენობამ მატება დაიწყო. დაახლოებით 20:00 საათზე ოპოზიცია, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები კვლავ დაუბრუნდნენ პროტესტის ძველ ადგილს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას - ადგილზე კარვები კვლავ მიიტანეს.
აქციის ორგანიზატორები არიან ოპოზიციური გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებისთვის", რომელთა ლიდერები მიხეილ სააკაშვილის პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
აქციებში რიგითი მონაწილეების სახით მონაწილეობენ დანარჩენი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე შევიდნენ პარლამენტში - კოალიცია „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის".
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცადნენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მეშვეობით მიეღოთ აღიარება საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევისა და საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა როგორც ცესკოსთვის, ისე სასამართლოებისთვის, გარდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსი, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
მოსარჩელეების თქმით, ის, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად, არის ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა.
სასამართლოებისთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
სამშაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
საღამოს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის 30-მა დეპუტატმა საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ განცხადება კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამარ კორძაიამ გააკეთა.