https://sputnik-georgia.com/20241119/mdinaradze-dasavleli-politikosebi-opozicias-maidnisken-mouwodeben-291003124.html
მდინარაძე: დასავლელმა პოლიტიკოსებმა ოპოზიცია წაახალისეს და „მაიდნისკენ" მოუწოდეს
მდინარაძე: დასავლელმა პოლიტიკოსებმა ოპოზიცია წაახალისეს და „მაიდნისკენ" მოუწოდეს
Sputnik საქართველო
ოპოზიციის ნაწილი საქართველოში არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს და საპროტესტო აქციებს მართავს 19.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-19T19:00+0400
2024-11-19T19:00+0400
2024-11-19T19:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედება არის საქართველოში ჩამოსული უცხოელი პოლიტიკოსების მიერ წახალისებული ექსტრემიზმი, რომლებიც მოუწოდებდნენ მათ აქ „მაიდანი“ მოეწყოთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.გასულ კვირას თბილისს ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლები ეწვივნენ. პარლამენტების ვიცე-სპიკერებმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა შეხვედრა გამართეს ყველასთან, ვინც საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საღამოს კი ისინი თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზეც მივიდნენ.უცხოურ დელეგაციაში შედიოდნენ გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, შვედეთის, ფინეთის და საფრანგეთის პარლამენტების წარმომადგენლები. მათგან ყველაზე მკაცრი რიტორიკით გამოირჩევა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ კოშმარს“ უწოდებს.სცენიდან ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების წევრებმა განაცხადეს, რომ ვიღაც ცდილობს ქართველებს წაართვას თავისუფლება, დემოკრატია, ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანება. ევროპელმა პოლიტიკოსებმა შეკრებილებს მოუწოდეს არ დანებდნენ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თბილისში ჩამოვიდნენ დემოკრატიისა და ევროპის გზაზე ქართველების მხარდასაჭერად.კვირის ბოლოს კი ვარაზისხევის, მელიქიშვილის, კეკელიძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე ოპოზიციის მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. პოლიციამ აქციის დაშლა სამშაბათს დილით დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ ვითარება განიმუხტა. შსს-ს ცნობით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს, მათგან 3 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს კანონის პროფესიული და მშვიდობიანი აღსრულებისთვის მადლობა გადაუხადა.აქციის დაშლის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი.ბარიერგადალახური ოპოზიციური პარტიები ახლადარჩეულ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარს ამბობენ. ისინი ქუჩაში აქციებს მართავენ და პერიოდულად აწყობენ შეხვედრებს ზურაბიშვილთან, რომელიც, თავის მხრივ, როგორც თავად აცხადებს, რეგულარულ კონტაქტზეა დასავლელ პოლიტიკოსებთან.ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს სარჩელს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის თაობაზე.ამასთან, 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული.არჩევნები 2024საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა.პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
მდინარაძე: დასავლელმა პოლიტიკოსებმა ოპოზიცია წაახალისეს და „მაიდნისკენ" მოუწოდეს
ოპოზიციის ნაწილი საქართველოში არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს და საპროტესტო აქციებს მართავს
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედება არის საქართველოში ჩამოსული უცხოელი პოლიტიკოსების მიერ წახალისებული ექსტრემიზმი, რომლებიც მოუწოდებდნენ მათ აქ „მაიდანი“ მოეწყოთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
გასულ კვირას თბილისს ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლები ეწვივნენ. პარლამენტების ვიცე-სპიკერებმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა შეხვედრა გამართეს ყველასთან, ვინც საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საღამოს კი ისინი თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზეც მივიდნენ.
„ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში წინა დღეების განმავლობაში, წააქეზეს აგენტურა, აქ „მაიდნისკენ" მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში", - განაცხადა მდინარაძემ.
უცხოურ დელეგაციაში შედიოდნენ გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, შვედეთის, ფინეთის და საფრანგეთის პარლამენტების წარმომადგენლები. მათგან ყველაზე მკაცრი რიტორიკით გამოირჩევა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ კოშმარს“ უწოდებს.
სცენიდან ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების წევრებმა განაცხადეს, რომ ვიღაც ცდილობს ქართველებს წაართვას თავისუფლება, დემოკრატია, ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანება. ევროპელმა პოლიტიკოსებმა შეკრებილებს მოუწოდეს არ დანებდნენ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თბილისში ჩამოვიდნენ დემოკრატიისა და ევროპის გზაზე ქართველების მხარდასაჭერად.
კვირის ბოლოს კი ვარაზისხევის, მელიქიშვილის, კეკელიძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე ოპოზიციის მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. პოლიციამ აქციის დაშლა სამშაბათს დილით დაიწყო.
ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ ვითარება განიმუხტა. შსს-ს ცნობით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს, მათგან 3 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს კანონის პროფესიული და მშვიდობიანი აღსრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს. ამას ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს. თქვენ იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში მათ მოახერხეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
აქციის დაშლის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი.
ბარიერგადალახური ოპოზიციური პარტიები ახლადარჩეულ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარს ამბობენ. ისინი ქუჩაში აქციებს მართავენ და პერიოდულად აწყობენ შეხვედრებს ზურაბიშვილთან, რომელიც, თავის მხრივ, როგორც თავად აცხადებს, რეგულარულ კონტაქტზეა დასავლელ პოლიტიკოსებთან.
ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს სარჩელს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის თაობაზე.
ამასთან, 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.