https://sputnik-georgia.com/20241119/deputati-policia-logikurad-moqmedebda-290977488.html
პოლიცია ლოგიკურად მოქმედებდა: დეპუტატი თბილისში აქციის დაშლის თაობაზე
პოლიცია ლოგიკურად მოქმედებდა: დეპუტატი თბილისში აქციის დაშლის თაობაზე
Sputnik საქართველო
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას. 19.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-19T13:00+0400
2024-11-19T13:00+0400
2024-11-19T13:00+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისი დღეს
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/13/290974380_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_645673915d597e80d0cbbeef8d9431d1.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, რადგანაც დაუშვებელია, რომ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვიოს და მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.ვარაზისხევის, მელიქიშვილის, კეკელიძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე ოპოზიციის მხარდამჭერებმა კარვები კვირას, საღამოს გაშალეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. პოლიციამ აქციის დაშლა სამშაბათს დილით დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ ვითარება განიმუხტა.მისი თქმით, მომიტინგეების ქმედებებმა რადიკალიზმის ისეთ წარმოუდგენელ დონეს მიაღწია, რომ ისინი „სასწრაფო დახმარების" მანქანების გადაადგილებასაც კი უშლკიდნენ ხელს, განაცხადა დეპუტატმა.ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას.აქციის დაშლის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი.ამ დროისთვის პოლიციას სრულად დაკავებული აქვს მელიქიშვილის ქუჩა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე 11 პირი დააკავეს, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ტერიტორიიდან „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა გაიყვანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/13/290974380_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_bfc4d0364b994e8298446fd46c381697.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
პოლიცია ლოგიკურად მოქმედებდა: დეპუტატი თბილისში აქციის დაშლის თაობაზე
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, რადგანაც დაუშვებელია, რომ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვიოს და მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
ვარაზისხევის, მელიქიშვილის, კეკელიძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე ოპოზიციის მხარდამჭერებმა კარვები კვირას, საღამოს გაშალეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. პოლიციამ აქციის დაშლა სამშაბათს დილით დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ ვითარება განიმუხტა.
„გარდა იმისა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, ის მოქმედებდა ლოგიკურად, რადგან არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ორი კარვით კოლაფსში ჩააგდოს სატრანსპორტო მოძრაობა და მათ შრის დისკომფორტი უამრავ ადამიანს შეუქმნას", - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, მომიტინგეების ქმედებებმა რადიკალიზმის ისეთ წარმოუდგენელ დონეს მიაღწია, რომ ისინი „სასწრაფო დახმარების" მანქანების გადაადგილებასაც კი უშლკიდნენ ხელს, განაცხადა დეპუტატმა.
„რამდენიმე დღეა ვუყურებთ, ადამიანების პატარა ჯგუფი როგორ უგულებელყოფს მთელი ქალაქის მაცხოვრებლების უფლებას. ხალხი მხოლოდ მხოლოდ იმიტომ უნდა შეაწუხონ, რომ არჩევნებში ვერ მოიგეს", - განაცხადა წილოსანმა.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას.
აქციის დაშლის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი.
ამ დროისთვის პოლიციას სრულად დაკავებული აქვს მელიქიშვილის ქუჩა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე 11 პირი დააკავეს, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ტერიტორიიდან „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა გაიყვანა.