https://sputnik-georgia.com/20241119/chexeti-saqartvelo-matchi-olomoucshi-gaimarteba-290977320.html
ჩეხეთი-საქართველო: მატჩი ოლომოუცში გაიმართება
ჩეხეთი-საქართველო: მატჩი ოლომოუცში გაიმართება
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. 19.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-19T14:16+0400
2024-11-19T14:16+0400
2024-11-19T14:16+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289794963_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_59e374603a0e86428367320f59223c42.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ქალაქ ოლომოუცში, „ანდრუვის" სტადიონზე 19 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება - საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის სექტემბრის მატჩში ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც ალბანეთის გუნდს შვიდი ქულა აქვს. ოთხეულს რვა ქულით ჩეხეთი ლიდერობს, უკრაინა კი ხუთი ქულით ბოლო ადგილზეა.ჯგუფში პირველი ადგილის ბედი სწორედ ფინალურ ტურში გადაწყდება. დღეს საქართველო ჩეხეთს, ალბანეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.რაც შეეხება მეტოქეს, ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს ნაკრების ორი ძირითადი მოთამაშე - ნახევარმცველი ტომას სოუჩეკი და თავდამსხმელი ტომას ხორი.ჩეხეთი-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა. საქართველოს ნაკრების ქომაგებს თბილისის ავტობუსების ნაწილი და მეტრო 02:00 საათამდე მოემსახურება.პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289794963_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_fa4e10a8dd5a3bc8bccb0098f3678ddb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა ქალაქ ოლომოუცში, „ანდრუვის" სტადიონზე 19 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება - საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის სექტემბრის მატჩში ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც ალბანეთის გუნდს შვიდი ქულა აქვს. ოთხეულს რვა ქულით ჩეხეთი ლიდერობს, უკრაინა კი ხუთი ქულით ბოლო ადგილზეა.
ჯგუფში პირველი ადგილის ბედი სწორედ ფინალურ ტურში გადაწყდება. დღეს საქართველო ჩეხეთს, ალბანეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.
მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„ჩეხეთთან თბილისური მატჩის შემდეგ განსხვავებული ვითარებაა და ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მთავარია, როგორ ვითამაშებთ ჩვენ და არა მეტოქე... განსხვავებული თამაში გველის, მეტოქის გუნდში ბევრი ცვლილებაა, სულ სხვა გუნდს ვეთამაშებით. თუ ჩეხეთთან მოვიგებთ, A დივიზიონში გადავალთ. ეს საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და დიდი პროგრესი იქნება", - განაცხადა სანიოლმა.
რაც შეეხება მეტოქეს, ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს ნაკრების ორი ძირითადი მოთამაშე - ნახევარმცველი ტომას სოუჩეკი და თავდამსხმელი ტომას ხორი.
ჩეხეთი-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა. საქართველოს ნაკრების ქომაგებს თბილისის ავტობუსების ნაწილი და მეტრო 02:00 საათამდე მოემსახურება.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.