https://sputnik-georgia.com/20241119/avariuli-saxlebis-chanacvlebis-proeqti-grzeldeba-290982498.html
ვარკეთილში მდებარე ავარიული შენობა ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება
ვარკეთილში მდებარე ავარიული შენობა ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება
Sputnik საქართველო
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი 2026 წელს დასრულდება. 19.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-19T18:15+0400
2024-11-19T18:15+0400
2024-11-19T18:15+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0e/264437031_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_6d3c6eaa0239b4fcccbd8d103011427d.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.უწყების ცნობით, მიმდინარე პროექტს, რომელიც სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლების მესამე მასივის მეოთხე კვარტალში ხორციელდება, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. აღნიშნული პროექტი 2026 წელს დასრულდება.კალაძის თქმით, ავარიული, 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, აშენდება 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა.გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემათ გარემონტებული ბინები. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარებისას კი მათ მუნიციპალიტეტი ქირით გაიყვანს.თბილისის მერია ამ ეტაპზე 40-მდე ავარიული შენობის ჩანაცვლების საკითხზე მუშაობს და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0e/264437031_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_8081792563153ed855c9ac8f0eae54b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ვარკეთილში მდებარე ავარიული შენობა ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი 2026 წელს დასრულდება.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.
უწყების ცნობით, მიმდინარე პროექტს, რომელიც სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლების მესამე მასივის მეოთხე კვარტალში ხორციელდება, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. აღნიშნული პროექტი 2026 წელს დასრულდება.
კალაძის თქმით, ავარიული, 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, აშენდება 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა.
„პირველ სართულზე მოეწყობა 451 კვ.მ კომერციული ფართი, ხოლო II-X სართულების ჩათვლით განთავსდება 79 საცხოვრებელი ბინა. 36 სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემათ უძრავი ქონების მესაკუთრეებს (ჯამში: 2234 კვ.მ), ხოლო 43 ბინა მონაწილეობს ნატურით ანგარიშსწორებაში, საერთო ფართით: 2534 კვ", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემათ გარემონტებული ბინები. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარებისას კი მათ მუნიციპალიტეტი ქირით გაიყვანს.
თბილისის მერია ამ ეტაპზე 40-მდე ავარიული შენობის ჩანაცვლების საკითხზე მუშაობს და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.