https://sputnik-georgia.com/20241118/tbilisshi-transportis-mozraobis-sqema-sheicvala-290953720.html
მერია: თბილისში საპროტესტო აქციების გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა
მერია: თბილისში საპროტესტო აქციების გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციების გამო ვაკის რაიონი ნაწილობრივ პარალიზებულია 18.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-18T13:39+0400
2024-11-18T13:39+0400
2024-11-18T13:55+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/12/290949108_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_bf200b14d60f607646e14043a1c7290b.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. დედაქალაქის მერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვების განთავსებისა და გზის გადაკეტვის გამო ტრანსორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე აკეთებენ განცხადებებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, თბილისში საპროტესტო აქციებს მართავენ. კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა 17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარედ კარვები გაშალეს და მოძრაობა გადაკეტეს.მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბაშიძის, ფალიაშვილის, მელიქიშვილისა და ვასილ ბარნოვის ქუჩების გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტი მოძრაობას შეძლებს ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გამოყენებით.უწყების ცნობით, დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც. კერძოდ, შესაბამის მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვაკის პარკიდან გადაინაცვლებენ ყაზბეგის გამზირზე, დაუკავშირდებიან პეკინის გამზირსა და გმირთა მოედანს, გააგრძელებენ მოძრაობას მარჯვენა სანაპიროზე და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს. შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად. იმავე მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით სვლისას. №385, №387 და №397 ავტობუსები კი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან.რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, კარვებში გაათია. გუშინ აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირი კარვებითა და მიკროავტობუსებით გადაკეტეს, რის გამოც ვაკის რაიონი ამ დრომდე პარალიზებულია.ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქცია 24 საათზეა გათვლილი და დღეს, 20:00 საათამდე გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/12/290949108_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_dacb1e3ceb4b59a3081247b50356e549.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია: თბილისში საპროტესტო აქციების გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა
13:39 18.11.2024 (განახლებულია: 13:55 18.11.2024) საპროტესტო აქციების გამო ვაკის რაიონი ნაწილობრივ პარალიზებულია
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. დედაქალაქის მერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვების განთავსებისა და გზის გადაკეტვის გამო ტრანსორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე აკეთებენ განცხადებებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, თბილისში საპროტესტო აქციებს მართავენ. კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა 17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარედ კარვები გაშალეს და მოძრაობა გადაკეტეს.
მერიის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩამდე, ასევეკეკელიძის ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისა და ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანები ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრას შეძლებენ ავალიშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით.
მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბაშიძის, ფალიაშვილის, მელიქიშვილისა და ვასილ ბარნოვის ქუჩების გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტი მოძრაობას შეძლებს ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გამოყენებით.
უწყების ცნობით, დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც.
კერძოდ, შესაბამის მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვაკის პარკიდან გადაინაცვლებენ ყაზბეგის გამზირზე, დაუკავშირდებიან პეკინის გამზირსა და გმირთა მოედანს, გააგრძელებენ მოძრაობას მარჯვენა სანაპიროზე და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს. შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად. იმავე მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით სვლისას. №385, №387 და №397 ავტობუსები კი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან.
რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, კარვებში გაათია. გუშინ აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირი კარვებითა და მიკროავტობუსებით გადაკეტეს, რის გამოც ვაკის რაიონი ამ დრომდე პარალიზებულია.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქცია 24 საათზეა გათვლილი და დღეს, 20:00 საათამდე გაგრძელდება.