https://sputnik-georgia.com/20241118/tbilisis-meria-metros-axal-vagonebs-sheiskidis-290965156.html
თბილისის მერია მეტროსთვის ახალ ვაგონებს შეისყიდის
თბილისის მერია მეტროსთვის ახალ ვაგონებს შეისყიდის
Sputnik საქართველო
ვაგონების პირველი პარტიის მიღება დაგეგმილია 2026 წლის ბოლოსთვის. 18.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-18T17:49+0400
2024-11-18T17:49+0400
2024-11-18T17:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417575_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_4e90b3e596f4a29e2f6feab1267b893d.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ მეტროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების 97 ერთეული ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონების განახლების პროექტის ფარგლებში 22 ახალი მატარებელი თბილისში ეტაპობრივად, 7 წლის განმავლობაში, ანუ 2030 წლის ბოლომდე ჩამოვა. საუბარია ოთხვაგონიან 13 მატარებელზე და ხუთვაგონიან ცხრა მატარებელზე („ახმეტელი-ვარკეთილის" ხაზისთვის). ვაგონების პირველი პარტიის მიღება დაგეგმილია 2026 წლის ბოლოსთვის.მისი თქმით, ინფორმაციის დასაზუსტებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.როგორც კალაძემ აღნიშნა, ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. დღეს არსებული ოთხვაგონიანი მატარებლის ნაცვლად იმოძრავებს ხუთვაგონიანი მატარებლები, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მგზავრთა მომსახურების ხარისხი.როგორც კალაძემ განაცხადა, მეტროპოლიტენის ვაგონების განახლების პროექტი თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია. 2017 წლიდან ყველა არსებული ვაგონის რეაბილიტაცია განხორციელდა მათი საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივების მიზნით, თუმცა, აღნიშნული ვაგონების ვადა 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოიწურება. ამისთვის აუცილებელია სრულიად ახალი, თანამედროვე ვაგონებით მათი ჩანაცვლება, დასძინა მერმა.ამისთვის მომზადდა შესაბამისი ტექნიკური დავალება და სატენდერო დოკუმენტაცია, ჩატარდა ბაზრის კვლევები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციიდან მოზიდული იქნა სათანადო დაფინანსება.მისი თქმით, მეტროში მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, ჯამში საჭიროა მინიმუმ, 212 ვაგონი. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ ჩანაცვლებამდე და უახლოეს წლებში დამატებით შესყიდული იქნება კიდევ 115 ვაგონი.დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417575_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_92beda40dd6e569379f534ecf4491230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერია მეტროსთვის ახალ ვაგონებს შეისყიდის
ვაგონების პირველი პარტიის მიღება დაგეგმილია 2026 წლის ბოლოსთვის.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ მეტროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების 97 ერთეული ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონების განახლების პროექტის ფარგლებში 22 ახალი მატარებელი თბილისში ეტაპობრივად, 7 წლის განმავლობაში, ანუ 2030 წლის ბოლომდე ჩამოვა. საუბარია ოთხვაგონიან 13 მატარებელზე და ხუთვაგონიან ცხრა მატარებელზე („ახმეტელი-ვარკეთილის" ხაზისთვის). ვაგონების პირველი პარტიის მიღება დაგეგმილია 2026 წლის ბოლოსთვის.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ყველა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 15 ნოემბერს, გამოცხადდა ტენდერი 97 ერთეულ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვაზე. ტენდერის გახსნა დაგეგმილია 2025 წლის 15 იანვარს. დაინტერესებული კომპანიებისათვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ინფორმაციის დასაზუსტებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. დღეს არსებული ოთხვაგონიანი მატარებლის ნაცვლად იმოძრავებს ხუთვაგონიანი მატარებლები, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მგზავრთა მომსახურების ხარისხი.
როგორც კალაძემ განაცხადა, მეტროპოლიტენის ვაგონების განახლების პროექტი თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია.
2017 წლიდან ყველა არსებული ვაგონის რეაბილიტაცია განხორციელდა მათი საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივების მიზნით, თუმცა, აღნიშნული ვაგონების ვადა 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოიწურება. ამისთვის აუცილებელია სრულიად ახალი, თანამედროვე ვაგონებით მათი ჩანაცვლება, დასძინა მერმა.
ამისთვის მომზადდა შესაბამისი ტექნიკური დავალება და სატენდერო დოკუმენტაცია, ჩატარდა ბაზრის კვლევები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციიდან მოზიდული იქნა სათანადო დაფინანსება.
„ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), შესყიდვის ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 200 მლნ ევროს", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მეტროში მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, ჯამში საჭიროა მინიმუმ, 212 ვაგონი. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ ჩანაცვლებამდე და უახლოეს წლებში დამატებით შესყიდული იქნება კიდევ 115 ვაგონი.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.