პესკოვი: პუტინის პოზიცია მკაფიოა და ცალსახა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2024
გამოწერა
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა მოსკოვის პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის რაკეტებით დარტყმასთან დაკავშირებთ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვაა, გააკეთებს თუ არა პუტინი მიმართვას იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შორი დისტანციის რაკეტების გამოყენების უფლება მისცა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებისთვის.

„რუსული მხარის პოზიცია ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ჩამოაყალიბა ჩვენი სახელმწიფოს მეთაურმა თავის განცხადებაში, რომელიც მან პეტერბურგში გააკეთა კულტურულ ფორუმზე. ეს სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა და იქ ყველაფერი ძალიან მკაფიოდ ითქვა“, - აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე გაზეთმა New York Times-მა ამერიკული ადმინისტრაციის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ამერიკული შორი დისტანციის რაკეტების გამოყენების უფლება მისცა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. წყაროების თანახმად, პირველი დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, სავარაუდოდ, რაკეტა ATACMS-ებით განხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0