https://sputnik-georgia.com/20241118/rodis-damtkicdeba-mtavrobis-axali-shemadgenloba-290952730.html
როდის დამტკიცდება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა?
როდის დამტკიცდება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა?
Sputnik საქართველო
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის მთავარი ამოცანა და პასუხისმგებლობაა გააგრძელოს მუშაობა საქართველოს განვითარებისთვის. 18.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-18T13:00+0400
2024-11-18T13:00+0400
2024-11-18T13:00+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286263749_279:258:1344:857_1920x0_80_0_0_80052afd5fdc3bfcf17156d593687556.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში ერთ კვირაში, 25 ნოემბერს გაიმართება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.16 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" ამომრჩეველთა 53,93%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.მისი თქმით, მომავალ კვირას მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამაც, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული.„ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც არის ასახული სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე, ჩვენ ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ. ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს", - განაცხადა პრემიერმა..როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის მთავარი ამოცანა და პასუხისმგებლობაა გააგრძელოს მუშაობა საქართველოს განვითარებისთვის. კერძოდ, საუბარია ქვეყანაში მსხვილი ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში არჩევნების საბოლოო შედეგებით 150-დან 89 მანდატი მიიღო. დარჩენილი 61 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286263749_508:231:1342:857_1920x0_80_0_0_173f418c5cf48b4b6c79e43177370226.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
როდის დამტკიცდება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა?
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის მთავარი ამოცანა და პასუხისმგებლობაა გააგრძელოს მუშაობა საქართველოს განვითარებისთვის.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში ერთ კვირაში, 25 ნოემბერს გაიმართება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
16 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" ამომრჩეველთა 53,93%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
„მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად. მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მომავალ კვირას მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამაც, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც არის ასახული სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე, ჩვენ ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ. ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს", - განაცხადა პრემიერმა..
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის მთავარი ამოცანა და პასუხისმგებლობაა გააგრძელოს მუშაობა საქართველოს განვითარებისთვის. კერძოდ, საუბარია ქვეყანაში მსხვილი ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე.
„ჩვენც ძალიან საინტერესო საინვესტიციო პროექტებზე ვმუშაობთ და რიგ შემთხვევებში საქმე უკვე ბოლომდე მიყვანილია. ასე რომ, ამ საკითხზეე ანონსს ძალიან მალე გავაკეთებთ“, - აღნიშნა მან.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში არჩევნების საბოლოო შედეგებით 150-დან 89 მანდატი მიიღო. დარჩენილი 61 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19 მანდატი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16
„ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14
პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.