https://sputnik-georgia.com/20241118/ramdeni-tanxa-gadmoricxes-migrantebma-saqartveloshi-290950422.html
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2024 წლის ათ თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს 18.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-18T11:39+0400
2024-11-18T11:39+0400
2024-11-18T11:39+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_77a16c8553e431431174ac45550a9315.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი–ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 20,2%-ით შემცირდა და 2.809,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 487,1 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,3%-ია.ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ქვეყნების სამეულში შედის.ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის ოქტომბერში 1,5%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 281,1 მლნ დოლარი შეადგინა.ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი მესამე ადგილზეა და პირველობას იტალიას და აშშ-ს უთმობს.ოქტომბერში რუსეთიდან 34,4 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 12,2%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44,5%-ით ნაკლებია.რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 35,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,1%-ით მეტია.2024 წლის ათ თვეში საქართველოდან უცხოეთში 309,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6%-ით მეტია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e36bcc86a57fa019cf30e51efe513a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
2024 წლის ათ თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი–ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 20,2%-ით შემცირდა და 2.809,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2024 წლის იანვარი–ოქტომბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
რუსეთი | 487,1 | -64,6 |
იტალია | 469,7 | 10,2 |
აშშ | 465,7 | 29,4 |
გერმანია | 220,0 | 16,6 |
საბერძნეთი | 217,3 | 14,4 |
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 487,1 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,3%-ია.
ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ქვეყნების სამეულში შედის.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის ოქტომბერში 1,5%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 281,1 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი მესამე ადგილზეა და პირველობას იტალიას და აშშ-ს უთმობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2024 წლის ოქტომბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
აშშ | 50,9 | 20,6 |
იტალია | 47,3 | 10,1 |
რუსეთი | 34,4 | -44,5 |
გერმანია | 24,5 | 19,2 |
საბერძნეთი | 22,8 | 5,9 |
ოქტომბერში რუსეთიდან 34,4 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 12,2%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44,5%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 35,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,1%-ით მეტია.
2024 წლის ათ თვეში საქართველოდან უცხოეთში 309,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6%-ით მეტია