https://sputnik-georgia.com/20241118/qetevan-wamebulis-gamzirze-transportis-mozraoba-sheizgudeba-290966411.html
თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. 18.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-18T18:51+0400
2024-11-18T18:51+0400
2024-11-18T18:51+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/09/284107704_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_24faa1ced55100472e6f289c4b618a3c.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო 19 და 20 ნოემბერს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს - ილუმინაციები და კონსტრუქციები საერთო ჯამში დედაქალაქის 90-მდე ქუჩასა და 30-მდე სკვერში მოეწყობა.დროის აღნიშნულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. ტრადიციულად, მთავარ ნაძვის ხესა და ილუმინაციებს საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ანთებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/09/284107704_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_5fd2e97e459dec6bf6c0ae21f23cae4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო 19 და 20 ნოემბერს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს - ილუმინაციები და კონსტრუქციები საერთო ჯამში დედაქალაქის 90-მდე ქუჩასა და 30-მდე სკვერში მოეწყობა.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).
გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. ტრადიციულად, მთავარ ნაძვის ხესა და ილუმინაციებს საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ანთებენ.