https://sputnik-georgia.com/20241118/premieri-opozicia-aqciebit-mosaxleobas-problemebs-uqmnis-290952939.html
პრემიერი: ოპოზიცია თავისი საპროტესტო აქციებით მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის
პრემიერი: ოპოზიცია თავისი საპროტესტო აქციებით მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის
Sputnik საქართველო
გუშინ აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირი კარვებითა და მიკროავტობუსებით გადაკეტეს, რის გამოც ვაკის რაიონი ამ დრომდე პარალიზებულია. 18.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-18T14:54+0400
2024-11-18T14:54+0400
2024-11-18T14:54+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საპროტესტო აქციები თბილისში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/12/290948746_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4bb52648e7b734915b686fd21fac41bb.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციები დისკომფორტს უქმნის ქვეყნის მოსახლეობას, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება უზრუნველყოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე აკეთებენ განცხადებებს. ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, კარვებში გაათია. გუშინ აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირი კარვებითა და მიკროავტობუსებით გადაკეტეს, რის გამოც ვაკის რაიონი ამ დრომდე პარალიზებულია.პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხთხოების სამსახურსა და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს პროცესების სათანადოდ წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა.„რა თქმა უნდა, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სტაბილურობა ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ოპოზიცია ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა.პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/12/290948746_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_43f874507c74906a939ef2f6c4c78fe7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საპროტესტო აქციები თბილისში , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საპროტესტო აქციები თბილისში , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: ოპოზიცია თავისი საპროტესტო აქციებით მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის
გუშინ აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირი კარვებითა და მიკროავტობუსებით გადაკეტეს, რის გამოც ვაკის რაიონი ამ დრომდე პარალიზებულია.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციები დისკომფორტს უქმნის ქვეყნის მოსახლეობას, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება უზრუნველყოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე აკეთებენ განცხადებებს. ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, კარვებში გაათია. გუშინ აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირი კარვებითა და მიკროავტობუსებით გადაკეტეს, რის გამოც ვაკის რაიონი ამ დრომდე პარალიზებულია.
„საზოგადოება შეწუხებულია რადიკალური ოპოზიციის მიერ განხორციელებული ქმედებებით. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველაფრის ჯეროვნად მართვა“, - განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხთხოების სამსახურსა და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს პროცესების სათანადოდ წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა.
„რა თქმა უნდა, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სტაბილურობა ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.