https://sputnik-georgia.com/20241118/chexeti-saqartvelos-matchis-dge-transporti-gvianobamde-imushavebs-290964791.html
ჩეხეთი-საქართველოს მატჩის გამო თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვიანობამდე იმუშავებს
ჩეხეთი-საქართველოს მატჩის გამო თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვიანობამდე იმუშავებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ, ოლომოუცში, 19 ნოემბერს გაიმართება. 18.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-18T16:19+0400
2024-11-18T16:19+0400
2024-11-18T16:24+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1e/290121510_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_047f0dede8ecaf55d1e5c33698e67572.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ჩეხეთი-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს - შეხვედრა ქალაქ ოლომოუცში 19 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება.ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც ჩეხეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს ავტობუსები: N301, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 გახანგრძლივებული დროით, კერძოდ, 20 ნოემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.ჯგუფში პირველი ადგილის ბედი 19 ნოემბერს ფინალურ ტურში გადაწყდება. ამ დღეს საქართველო ჩეხეთს, ალბანეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც ალბანეთის გუნდს შვიდი ქულა აქვს. ოთხეულს რვა ქულით ჩეხეთი ლიდერობს, უკრაინა კი ხუთი ქულით ბოლო ადგილზეა.პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1e/290121510_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_b3b02165f53a3a32066e4e828eaecd9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, სპორტი, ახალი ამბები
ჩეხეთი-საქართველოს მატჩის გამო თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვიანობამდე იმუშავებს
16:19 18.11.2024 (განახლებულია: 16:24 18.11.2024) საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ, ოლომოუცში, 19 ნოემბერს გაიმართება.
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ჩეხეთი-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს - შეხვედრა ქალაქ ოლომოუცში 19 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება.
ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც ჩეხეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს ავტობუსები: N301, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 გახანგრძლივებული დროით, კერძოდ, 20 ნოემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.
გარდა ამისა, ჩეხეთი-საქართველოს მატჩის ღია ჩვენების გამო რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობაც შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 18 ნოემბრის 17:00 საათიდან 20 ნოემბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.
რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
ჯგუფში პირველი ადგილის ბედი 19 ნოემბერს ფინალურ ტურში გადაწყდება. ამ დღეს საქართველო ჩეხეთს, ალბანეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც ალბანეთის გუნდს შვიდი ქულა აქვს. ოთხეულს რვა ქულით ჩეხეთი ლიდერობს, უკრაინა კი ხუთი ქულით ბოლო ადგილზეა.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.