https://sputnik-georgia.com/20241118/chexeti-saqartvelo-respublikis-moedanze-matchis-chveneba-gaimarteba-290954578.html
ჩეხეთი-საქართველო: რესპუბლიკის მოედანზე მატჩის ღია ჩვენება გაიმართება
ჩეხეთი-საქართველო: რესპუბლიკის მოედანზე მატჩის ღია ჩვენება გაიმართება
Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ, ოლომოუცში, 19 ნოემბერს გაიმართება. 18.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-18T15:28+0400
2024-11-18T15:28+0400
2024-11-18T15:28+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/10/290938354_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_30a898563053defeb834617101ce783f.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და 19 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე ჩეხეთი-საქართველოს მატჩის ღია ჩვენებას გავმართავთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს - შეხვედრა ქალაქ ოლომოუცში 19 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება.ჯგუფში პირველი ადგილის ბედი 19 ნოემბერს ფინალურ ტურში გადაწყდება. ამ დღეს საქართველო ჩეხეთს, ალბანეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც ალბანეთის გუნდს შვიდი ქულა აქვს. ოთხეულს რვა ქულით ჩეხეთი ლიდერობს, უკრაინა კი ხუთი ქულით ბოლო ადგილზეა.პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/10/290938354_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ccc726212d2c07f23682fbe85a40e5a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, სპორტი, ახალი ამბები
ჩეხეთი-საქართველო: რესპუბლიკის მოედანზე მატჩის ღია ჩვენება გაიმართება
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ, ოლომოუცში, 19 ნოემბერს გაიმართება.
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და 19 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე ჩეხეთი-საქართველოს მატჩის ღია ჩვენებას გავმართავთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს - შეხვედრა ქალაქ ოლომოუცში 19 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება.
„ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ატარებს გასვლით შეხვედრას ჩეხეთში. ეს არის გადამწყვეტი თამაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბიჭებს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ შეხვედრაში მოგება და სამი ქულა. ბევრი ადამიანი ელოდება ხვალინდელ თამაშს. დარწმუნებული ვარ, ხვალ სრულიად საქართველოს გაახარებენ კარგი თამაშით“, - განაცხადა კალაძემ.
ჯგუფში პირველი ადგილის ბედი 19 ნოემბერს ფინალურ ტურში გადაწყდება. ამ დღეს საქართველო ჩეხეთს, ალბანეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც ალბანეთის გუნდს შვიდი ქულა აქვს. ოთხეულს რვა ქულით ჩეხეთი ლიდერობს, უკრაინა კი ხუთი ქულით ბოლო ადგილზეა.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.