https://sputnik-georgia.com/20241118/ceskom-daxmarebistvis-saertashoriso-organizaciebs-mimarta-290968857.html
ცესკომ ოპოზიციის ქმედებების გამო დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა
ცესკომ ოპოზიციის ქმედებების გამო დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა
Sputnik საქართველო
ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე ოპოზიციონერმა კალანდარიშვილს სახეში შავი საღებავი შეასხა, საღამოს კი მის სახლთან ოპოზიციის აქტივისტებმა ხმაურიანი საპროტესტო აქცია... 18.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-18T20:17+0400
2024-11-18T20:17+0400
2024-11-18T20:33+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/12/290949841_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_a0581bbdab970f6280e66d8a66b1b1f2.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა შეაფასონ ოპოზიციის მხრიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის მიმართ წარმოებული დისკრედიტაციისა და ბულინგის კამპანია.ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე. 16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე ოპოზიციონერმა კალანდარიშვილს სახეში შავი საღებავი შეასხა, საღამოს კი მის სახლთან ოპოზიციის აქტივისტებმა ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართეს.მისი თქმით, გასული წლების პრაქტიკის მსგავსად, ეს პერსონალური თავდასხმები ამჯერადაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ დისკრედიტაციის და ბულინგის კამპანიის ავტორებს, არჩევნებთან მიმართებაში გაჟღერებული ბრალდებების დასამტკიცებლად არგუმენტები არ აქვთ.„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავად იყო ინიციატორი, რომ ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით დადგენილიყო ჭეშმარიტება და სწორედ ამიტომ მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით", - განაცხადა შარაბიძემ.მისი თქმით, დაინტერესებული მხარეები, რომლებიც მათივე გაჟღერებულ ბრალდებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ფაქტებით ვერ ადასტურებენ, პერსონალური თავდასხმებით, დისკრედიტაციული კამპანიებით და შეურაცხმყოფელი ქმედებებით ცდილობენ საზოგადოებაში მათთვის სასურველი აღქმების შექმნას. როგორც შარაბიძემ აღნიშნა, ყოველივე ხდება იმ ფონზე, როდესაც მიუხედავად გარკვეული წუხილებისა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა თავიანთ წინასწარ ანგარიშებში თუ შეფასებებში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და მის მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასეს დადებითად.წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვადასხვა ჩართული მხარის მიერ ეს, შესაძლოა, იყოს აღქმული როგორც დასაშვები ქმედება, რაც თავის მხრივ ნეგატიურ, საზიანო და ხანგრძლივ გავლენას იქონიებს საარჩევნო კომისიების დამოუკიდებლობასა და ფუნქციონირებაზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესზე.„სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, შეაფასონ მომხდარი ფაქტი და ღიად განაცხადონ რამდენად ჯდება ის პროტესტის გამოხატვის საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებში", - განაცხადა შარაბიძემ.ამასთან, მან უცხოელ კოლეგებს, სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.„მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრატორების დამოუკიდებლობის დასაცავად და უსაფრთხო და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა შარაბიძემ.როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მტკიცედ რჩება თავის მისიაში, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, მიუხედავად დეზინფორმაციისა და ზეწოლის კუთხით არსებული გამოწვევებისა.არჩევნები 2024საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/12/290949841_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_a17f1357d496b096bdb68768213938f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ცესკომ ოპოზიციის ქმედებების გამო დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა
20:17 18.11.2024 (განახლებულია: 20:33 18.11.2024) ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე ოპოზიციონერმა კალანდარიშვილს სახეში შავი საღებავი შეასხა, საღამოს კი მის სახლთან ოპოზიციის აქტივისტებმა ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართეს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა შეაფასონ ოპოზიციის მხრიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის მიმართ წარმოებული დისკრედიტაციისა და ბულინგის კამპანია.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე. 16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე ოპოზიციონერმა კალანდარიშვილს სახეში შავი საღებავი შეასხა, საღამოს კი მის სახლთან ოპოზიციის აქტივისტებმა ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართეს.
„16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, სოციალურ მედიაში მიმდინარე ბულინგის კამპანია, პირად სივრცეში შეჭრის მცდელობა და აქციები საცხოვრებელ სახლთან დიდი ხანია გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და ეთიკის საზღვრებს", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, გასული წლების პრაქტიკის მსგავსად, ეს პერსონალური თავდასხმები ამჯერადაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ დისკრედიტაციის და ბულინგის კამპანიის ავტორებს, არჩევნებთან მიმართებაში გაჟღერებული ბრალდებების დასამტკიცებლად არგუმენტები არ აქვთ.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავად იყო ინიციატორი, რომ ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით დადგენილიყო ჭეშმარიტება და სწორედ ამიტომ მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით", - განაცხადა შარაბიძემ.
მისი თქმით, დაინტერესებული მხარეები, რომლებიც მათივე გაჟღერებულ ბრალდებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ფაქტებით ვერ ადასტურებენ, პერსონალური თავდასხმებით, დისკრედიტაციული კამპანიებით და შეურაცხმყოფელი ქმედებებით ცდილობენ საზოგადოებაში მათთვის სასურველი აღქმების შექმნას.
როგორც შარაბიძემ აღნიშნა, ყოველივე ხდება იმ ფონზე, როდესაც მიუხედავად გარკვეული წუხილებისა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა თავიანთ წინასწარ ანგარიშებში თუ შეფასებებში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და მის მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასეს დადებითად.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები უყურადღებოდ არ დატოვებენ მომხდარს, ამასთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს ასახავენ საბოლოო ანგარიშებში და არ დაუშვებენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობაში ჩარევის იმგვარი სტანდარტის შექმნის მცდელობას, როგორსაც ახლა ვხედავთ საქართველოში", - განაცხადა შარაბიძემ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვადასხვა ჩართული მხარის მიერ ეს, შესაძლოა, იყოს აღქმული როგორც დასაშვები ქმედება, რაც თავის მხრივ ნეგატიურ, საზიანო და ხანგრძლივ გავლენას იქონიებს საარჩევნო კომისიების დამოუკიდებლობასა და ფუნქციონირებაზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესზე.
„სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, შეაფასონ მომხდარი ფაქტი და ღიად განაცხადონ რამდენად ჯდება ის პროტესტის გამოხატვის საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებში", - განაცხადა შარაბიძემ.
ამასთან, მან უცხოელ კოლეგებს, სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრატორების დამოუკიდებლობის დასაცავად და უსაფრთხო და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა შარაბიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მტკიცედ რჩება თავის მისიაში, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, მიუხედავად დეზინფორმაციისა და ზეწოლის კუთხით არსებული გამოწვევებისა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.