ვაკეში საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება

© photo: Sputnikვაკე, ჭავჭავაძის გამზირი
ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2024
გამოწერა
თბილისის მერია ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ვაკეში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს.
უწყების ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება.
კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის №10-დან №14- მდე საგზაო მონაკვეთში.
აქედან გამომდინარე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ წყნეთის გზატკეცილიდან ჯანსუღ კორძაიას ქუჩის №10-მდე და შემდეგ მალხაზ დოლიძის ქუჩის გავლით, ხოლო ჯანსუღ კორძაიას №14-მდე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის გავლით.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0