https://sputnik-georgia.com/20241117/ilia-meorem-qartul-ocnebas-gamarjveba-miuloca-290941382.html
ილია მეორემ „ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ილია მეორემ „ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. 17.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-17T11:53+0400
2024-11-17T11:53+0400
2024-11-17T13:25+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_0:104:1512:956_1920x0_80_0_0_939ce543edc0b5a9302b9a2f71b26305.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 18-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და პარტიამ მიიღო. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა, რომლის თანახმადაც, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" ამომრჩეველთა 53,93%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში არჩევნების საბოლოო შედეგებით 150-დან 89 მანდატი მიიღო. დარჩენილი 61 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა უნდა დანიშნოს. მანამდე მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც შედგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_239:106:1441:1008_1920x0_80_0_0_6d47ee1aa46dee58fa52a953ca767b04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია მეორემ „ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
11:53 17.11.2024 (განახლებულია: 13:25 17.11.2024) პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 18-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და პარტიამ მიიღო. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა, რომლის თანახმადაც, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" ამომრჩეველთა 53,93%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს.
„მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ, შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია, ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით!", - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში არჩევნების საბოლოო შედეგებით 150-დან 89 მანდატი მიიღო. დარჩენილი 61 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19 მანდატი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16
„ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14
პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა უნდა დანიშნოს. მანამდე მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც შედგება.