https://sputnik-georgia.com/20241116/stavropolshi-mrgvali-magida-chatarda-291034829.html
ქართველი, რუსი და სომეხი ექსპერტების მონაწილეობით სტავროპოლში მრგვალი მაგიდა გაიმართა
ქართველი, რუსი და სომეხი ექსპერტების მონაწილეობით სტავროპოლში მრგვალი მაგიდა გაიმართა
Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდა გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის ურთიერთობის ისტორიისა და თანამედროვე რეალიების განსახილველად. 16.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-16T21:16+0400
2024-11-16T21:16+0400
2024-11-21T14:14+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საზოგადოება
სომხეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/05/288276398_0:0:3071:1727_1920x0_80_0_0_a27d3891f9db174e476886501e310217.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და კავკასიის სახელმწიფოებთან თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება - ეს იყო კონფერენციის „კულტურათაშორისი დიალოგი, როგორც მშვიდობის საფუძველი კავკასიაში“ მიზანი, რომელიც სტავროპოლში, ჩრდილო-კავკასიის ფედერალურ უნივერსიტეტში (NCFU) გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა მოსკოვიდან, სტავროპოლის მხარიდან, როსტოვის ოლქიდან, ასევე სომხეთიდან და საქართველოდან.მრგვალი მაგიდა გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის ურთიერთობის ისტორიისა და თანამედროვე რეალიების განსახილველად. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა ისტორიული ეპოქა, დაწყებული ანტიკური ხანიდან და ცდილობდნენ გაეგოთ, თუ რა გარემოებებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა რეგიონის ხალხთა მშვიდობიან თანაარსებობას.გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს და განიხილეს ისტორიული კონფლიქტების მიზეზები და ეთნიკურ ჯგუფებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები. აღნიშნული მრგვალი მაგიდა გახდა ნაბიჯი საერთო ისტორიის უფრო ღრმა გააზრებისა და გზების მოძიებისთვის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დაფუძნებული მშვიდობიანი და პროდუქტიული მომავლისთვის.ღონისძიების ორგანიზება თემაზე „სტავროპოლი - კულტურათაშორისი დიალოგის ცენტრი რუსეთის ცივილიზაციურ სივრცეში" მოხდა „კავკასიური კვლევითი ცენტრ „სტრატეგიკონის" პროექტის ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო სტავროპოლის მხარის მთავრობა და პრეზიდენტის ინიციატივების ფონდი.ღონისძიება გაიმართა NCFU-ის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა საქართველოდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. საგანმანათლებლო ნაწილის გარდა, სტავროპოლის მხარის სტუმრებს ასევე ელოდათ შემეცნებითი პროგრამა - მონაწილეები გაემგზავრნენ პიატიგორსკში, სადაც გაეცნენ ჩრდილოეთ კავკასიის კურორტის მთავარ ღირსშესანიშნაობებს.ახალგაზრდებს და სტუდენტებს საქართველოდან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რომლებიც ყოველწლიურად იმართება სტავროპოლის მხარეში, მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალგაზრდებს საქართველოდან.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/05/288276398_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_f9f95f19279049d661b8da2207057149.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, სომხეთი, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, სომხეთი, ახალი ამბები
ქართველი, რუსი და სომეხი ექსპერტების მონაწილეობით სტავროპოლში მრგვალი მაგიდა გაიმართა
21:16 16.11.2024 (განახლებულია: 14:14 21.11.2024) მრგვალი მაგიდა გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის ურთიერთობის ისტორიისა და თანამედროვე რეალიების განსახილველად.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და კავკასიის სახელმწიფოებთან თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება - ეს იყო კონფერენციის „კულტურათაშორისი დიალოგი, როგორც მშვიდობის საფუძველი კავკასიაში“ მიზანი, რომელიც სტავროპოლში, ჩრდილო-კავკასიის ფედერალურ უნივერსიტეტში (NCFU) გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა მოსკოვიდან, სტავროპოლის მხარიდან, როსტოვის ოლქიდან, ასევე სომხეთიდან და საქართველოდან.
ღონისძიებაზე ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის რექტორმა დმიტრი ბესპალოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო დიალოგის გზით შესაძლებელია აღორძინდეს რუსეთის სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობებისა და საერთო ისტორიისადმი ინტერესი.
მრგვალი მაგიდა გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის ურთიერთობის ისტორიისა და თანამედროვე რეალიების განსახილველად. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა ისტორიული ეპოქა, დაწყებული ანტიკური ხანიდან და ცდილობდნენ გაეგოთ, თუ რა გარემოებებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა რეგიონის ხალხთა მშვიდობიან თანაარსებობას.
გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს და განიხილეს ისტორიული კონფლიქტების მიზეზები და ეთნიკურ ჯგუფებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები. აღნიშნული მრგვალი მაგიდა გახდა ნაბიჯი საერთო ისტორიის უფრო ღრმა გააზრებისა და გზების მოძიებისთვის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დაფუძნებული მშვიდობიანი და პროდუქტიული მომავლისთვის.
ღონისძიების ორგანიზება თემაზე „სტავროპოლი - კულტურათაშორისი დიალოგის ცენტრი რუსეთის ცივილიზაციურ სივრცეში" მოხდა „კავკასიური კვლევითი ცენტრ „სტრატეგიკონის" პროექტის ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო სტავროპოლის მხარის მთავრობა და პრეზიდენტის ინიციატივების ფონდი.
ღონისძიება გაიმართა NCFU-ის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა საქართველოდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. საგანმანათლებლო ნაწილის გარდა, სტავროპოლის მხარის სტუმრებს ასევე ელოდათ შემეცნებითი პროგრამა - მონაწილეები გაემგზავრნენ პიატიგორსკში, სადაც გაეცნენ ჩრდილოეთ კავკასიის კურორტის მთავარ ღირსშესანიშნაობებს.
ახალგაზრდებს და სტუდენტებს საქართველოდან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რომლებიც ყოველწლიურად იმართება სტავროპოლის მხარეში, მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალგაზრდებს საქართველოდან.