https://sputnik-georgia.com/20241116/saqartvelom-sabavsvo-evrovizia-2024-moigo-290939512.html
საქართველომ „საბავშვო ევროვიზია-2024" მოიგო
საქართველომ „საბავშვო ევროვიზია-2024" მოიგო
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე 2024 წლის საბავშვო ევროვიზიის სცენაზე ფენომენალურად წარსდგა და პირველი ადგილი... 16.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-16T23:08+0400
2024-11-16T23:08+0400
2024-11-16T23:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ევროვიზია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/10/290939010_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_7889bd1b4dd9574127bdbc7158f011b8.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე 2024 წლის საბავშვო ევროვიზიის სცენაზე ფენომენალურად წარსდგა და პირველი ადგილი დაიკავა.წლევანდელ კონკურსში, რომელიც მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართა, 17 ქვეყანა მონაწილეობდა. სცენაზე გამოვიდნენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სან-მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ირლანდია და მალტა.ანდრიას საკონკურსო სიმღერის – To My Mom ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი მაკა დავითაიას ეკუთვნის.11 წლის ანდრია 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან არის ვოკალური ანსამბლის, „ზღვის შვილების“ წევრი. იგი ასევე სწავლობს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში, ფორტეპიანოს მიმართულებით.გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2023“-ზე, რომელიც ნიცაში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 12 წლის ანასტასია ვასაძემ სიმღერით კომპოზიცია Over The Sky. ანამ მე-14 ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.Let’s Bloom რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სლოგანია, რომელიც მასპინძელ მაუწყებელს, RTVE-ს ეკუთვნის. ყვავილობის კონცეფცია ორგანული ელემენტების გამოყენებით Caja Mágica-ს სცენაზე გადაიტანეს, რომელიც 5000-დან 7000-მდე მაყურებელს იტევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/10/290939010_74:0:1330:942_1920x0_80_0_0_00c040976f2307adae7baeacba5b85c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ევროვიზია
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ევროვიზია
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე 2024 წლის საბავშვო ევროვიზიის სცენაზე ფენომენალურად წარსდგა და პირველი ადგილი დაიკავა.
წლევანდელ კონკურსში, რომელიც მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართა, 17 ქვეყანა მონაწილეობდა. სცენაზე გამოვიდნენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სან-მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ირლანდია და მალტა.
ანდრიას საკონკურსო სიმღერის – To My Mom ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი მაკა დავითაიას ეკუთვნის.
11 წლის ანდრია 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან არის ვოკალური ანსამბლის, „ზღვის შვილების“ წევრი. იგი ასევე სწავლობს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში, ფორტეპიანოს მიმართულებით.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2023“-ზე, რომელიც ნიცაში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 12 წლის ანასტასია ვასაძემ სიმღერით კომპოზიცია Over The Sky. ანამ მე-14 ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.
Let’s Bloom რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სლოგანია, რომელიც მასპინძელ მაუწყებელს, RTVE-ს ეკუთვნის. ყვავილობის კონცეფცია ორგანული ელემენტების გამოყენებით Caja Mágica-ს სცენაზე გადაიტანეს, რომელიც 5000-დან 7000-მდე მაყურებელს იტევს.