https://sputnik-georgia.com/20241116/aqciebi-tbilissa-da-batumsi-studentebi-da-opozicia-arcevnebis-sedegebs-aprotesteben-290918931.html
აქციები თბილისსა და ბათუმში - სტუდენტები და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ
აქციები თბილისსა და ბათუმში - სტუდენტები და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ
Sputnik საქართველო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც საღამოს გააქტიურდნენ, უნივერსიტეტის შენობაში არ შეუშვეს 16.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-16T00:17+0400
2024-11-16T00:17+0400
2024-11-16T00:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
თბილისი დღეს
ბათუმი
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0f/290917394_0:56:1066:656_1920x0_80_0_0_7281d03ecbe4961fb194f6259d30325f.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებული საპროტესტო ტალღა თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებმა აიტაცეს - რამდენიმე საათის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერების მხარდაჭერით აწყობდნენ მსვლელობებს ერთი უნივერსიტეტიდან მეორემდე და პერიოდულად კეტავდნენ გზებს, რითაც საპარლამენტო არჩევნები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტში ხუთი პოლიტიკური ძალა შევიდა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მოიპოვა და ამით ძალაუფლება შეინარჩუნა. პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ უარი თქვეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების აღიარებაზე, და ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადეს.ბათუმში სტუდენტური საპროტესტო მოძრაობა ხუთშაბათს, 14 ნოემბერს დაიწყო და მეორე დღეა გრძელდება. აქციაში მონაწილე სტუდენტები უნივერსიტეტს არ ტოვებენ, ისინი პირდაპირ იატაკზე სხედან.თბილისში აქციები პარასკევს შუადღისას დაიწყო. თავდაპირველად აქცია თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შედგა, რადგან სხდომა, რომელზეც საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრები განიხილებოდა, დახურულად გამოცხადდა.კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მართლმსაჯულება მაკულატურად გადაიქცა და სასამართლოს კიბეებზე მიმოფანტეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების ამონაბეჭდები და პლაკატები წარწერებით: „გაუქმებული სასამართლო. გაუქმებული არჩევნები", „დაიბრუნე ხმა".საღამოსთვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ დაარწმუნა მოსარჩელეთა არგუმენტებმა კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობის პრინციპის მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით და რომელმაც ბათილად არ ცნო საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები.აღნიშნული სარჩელები შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია), რომელმაც არჩევნებიდან მეხუთე დღეს დააყენა კენჭისყრის დროს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევის საკითხი, და ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძლიერმა საქართველომ“.19:00 საათზე სტუდენტებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს. ისინი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მსვლელობა გამართეს. ადგილზე მათ დახურული კარები და პოლიციის კორდონი დახვდა.სტუდენტებმა პოლიცია მათი უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს და შენობაში შეშვება მოითხოვეს. რამდენიმე შეტაკება მოხდა, როდესაც სტუდენტები ცდილობდნენ კორდონის გარღვევას, მაგრამ სიტუაცია მალევე განიმუხტა.სტუდენტებს ადგილზე მხარი დაუჭირეს იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, მაგრამ უარი თქვეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს 16 ნოემბრამდე მოამზადებს. წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 150-დან 89 ადგილი მიიღო.„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") მიიღო 18 მანდატი, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 17, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" კი 12.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0f/290917394_59:0:1007:711_1920x0_80_0_0_c7dd2d10aeafdfa791f8abf156b1008d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისი დღეს, ბათუმი , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისი დღეს, ბათუმი , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია
აქციები თბილისსა და ბათუმში - სტუდენტები და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ
00:17 16.11.2024 (განახლებულია: 00:43 16.11.2024) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც საღამოს გააქტიურდნენ, უნივერსიტეტის შენობაში არ შეუშვეს
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებული საპროტესტო ტალღა თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებმა აიტაცეს - რამდენიმე საათის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერების მხარდაჭერით აწყობდნენ მსვლელობებს ერთი უნივერსიტეტიდან მეორემდე და პერიოდულად კეტავდნენ გზებს, რითაც საპარლამენტო არჩევნები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტში ხუთი პოლიტიკური ძალა შევიდა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მოიპოვა და ამით ძალაუფლება შეინარჩუნა. პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ უარი თქვეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების აღიარებაზე, და ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადეს.
ბათუმში სტუდენტური საპროტესტო მოძრაობა ხუთშაბათს, 14 ნოემბერს დაიწყო და მეორე დღეა გრძელდება. აქციაში მონაწილე სტუდენტები უნივერსიტეტს არ ტოვებენ, ისინი პირდაპირ იატაკზე სხედან.
თბილისში აქციები პარასკევს შუადღისას დაიწყო. თავდაპირველად აქცია თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შედგა, რადგან სხდომა, რომელზეც საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრები განიხილებოდა, დახურულად გამოცხადდა.
კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მართლმსაჯულება მაკულატურად გადაიქცა და სასამართლოს კიბეებზე მიმოფანტეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების ამონაბეჭდები და პლაკატები წარწერებით: „გაუქმებული სასამართლო. გაუქმებული არჩევნები", „დაიბრუნე ხმა".
საღამოსთვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ დაარწმუნა მოსარჩელეთა არგუმენტებმა კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობის პრინციპის მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით და რომელმაც ბათილად არ ცნო საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები.
აღნიშნული სარჩელები შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია), რომელმაც არჩევნებიდან მეხუთე დღეს დააყენა კენჭისყრის დროს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევის საკითხი, და ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძლიერმა საქართველომ“.
19:00 საათზე სტუდენტებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს. ისინი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მსვლელობა გამართეს. ადგილზე მათ დახურული კარები და პოლიციის კორდონი დახვდა.
სტუდენტებმა პოლიცია მათი უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს და შენობაში შეშვება მოითხოვეს. რამდენიმე შეტაკება მოხდა, როდესაც სტუდენტები ცდილობდნენ კორდონის გარღვევას, მაგრამ სიტუაცია მალევე განიმუხტა.
სტუდენტებს ადგილზე მხარი დაუჭირეს იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, მაგრამ უარი თქვეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს 16 ნოემბრამდე მოამზადებს. წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 150-დან 89 ადგილი მიიღო.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") მიიღო 18 მანდატი, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 17, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" კი 12.