https://sputnik-georgia.com/20241115/saqartvelosi-opozicia-mkvdarsobil-politikur-seqtad-iqca-qadagize-290914562.html
საქართველოში ოპოზიცია მკვდარშობილ პოლიტიკურ სექტად იქცა - ქადაგიძე
საქართველოში ოპოზიცია მკვდარშობილ პოლიტიკურ სექტად იქცა - ქადაგიძე
Sputnik საქართველო
ქადაგიძის თქმით, ქართულ ოპოზიციას იგივე ემართება, რაც მათ „მამა-მარჩენლებს“, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა 15.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-15T18:11+0400
2024-11-15T18:11+0400
2024-11-15T18:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/17/289136206_0:50:1143:693_1920x0_80_0_0_cc883a2f6ae9efbe0b97576cf26bdcfd.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქართული ოპოზიცია ჩამოყალიბდა მკვდარშობილ პოლიტიკურ სექტად, რომელიც გარდაუვალ დემონტაჟს დაექვემდებარება ისევე როგორც მისი მხარდამჭერი მთავრობები, ელჩები და საერთაშორისო აქტორები, დაწერა სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.ქადაგიძემ გამოაქვეყნა პოსტი ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ჟიგიმანტას პავილიონისის ფოტოსთან ერთად, სადაც ის 11 ნოემბერს თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და მისი ციტატაც დაურთო, რომ „ქართული ოცნება“ ტყუის როცა ევროკავშირში გაწევრიანების გარანტიას იძლევა. გვერდზე კი ატვირთა 14 ნოებერს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ პავილიონისმა ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაკარგა.ქადაგიძის თქმით, ქართულ ოპოზიციას იგივე ემართება, რაც მათ „მამა-მარჩენლებს“.„მკვდრადშობილ პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბდით და გარდაუვალ დემონტაჟს დაექვემდებარებით ისევე, როგორც თქვენი მხარდამჭერი მთავრობები, ელჩები და საერთაშორისო აქტორები სილაზე ნაგები კოშკებივით ჩამოიშალნენ“, - დაწერა ქადაგიძემ.ეგრე გააგრძელეთ და დამტირებელი აღარ დაგრჩებათ, აღნიშნა პოლიტიკოსმა.ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები თბილისში კვირის დასაწყისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს საპროტესტო აქციაში, რომელიც თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების და ახლის დანიშვნის მოთხოვნით.ტურნე ევროპულადსაპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, დელეგაციის ზოგიერთი წევრის ინიციატივის მიუხედავად, ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრა არ ისურვეს. ორშაბათს დილით პაპუაშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ამ პოლიტიკოსების საქართველოს მიმართ არამეგობრულ დამოკიდებულებაზე.უცხოურ დელეგაციაში არიან გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, შვედეთის, ფინეთის და საფრანგეთის პარლამენტების წარმომადგენლები. მათგან ყველაზე მკაცრი რიტორიკით გამოირჩევა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ კოშმარს“ უწოდებს.ორშაბათს დილით ისინი ჯერ პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ, სადაც პრესკონფერენციაზე გააკრიტიკეს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და მიმდინარე წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონები.მიხეილ როთმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია აღიაროს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა, ვიდრე ყველა საეჭვო ფაქტს ნათელი არ მოეფინება. მისი თქმით, ბრალდებები არჩევნებით მანიპულირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ამომრჩეველთა დაშინებასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს.საღამოს, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ისინი საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ, რომლის ორგანიზატორებიც ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.სცენიდან ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტის წევრები აცხადებდნენ, რომ ვიღაც ცდილობს ქართველებს წაართვას თავისუფლება, დემოკრატია, მთლიანად ქვეყანა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ევროპელმა პოლიტიკოსებმა შეკრებილებს მოუწოდეს არ დანებდნენ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თბილისში ჩამოვიდნენ დემოკრატიისა და ევროპის გზაზე ქართველების მხარდასაჭერად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/17/289136206_0:53:1143:910_1920x0_80_0_0_8819a7072cb04fa2a2fb14d6dc829b4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
საქართველოში ოპოზიცია მკვდარშობილ პოლიტიკურ სექტად იქცა - ქადაგიძე
ქადაგიძის თქმით, ქართულ ოპოზიციას იგივე ემართება, რაც მათ „მამა-მარჩენლებს“, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქართული ოპოზიცია ჩამოყალიბდა მკვდარშობილ პოლიტიკურ სექტად, რომელიც გარდაუვალ დემონტაჟს დაექვემდებარება ისევე როგორც მისი მხარდამჭერი მთავრობები, ელჩები და საერთაშორისო აქტორები, დაწერა სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.
ქადაგიძემ გამოაქვეყნა პოსტი ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ჟიგიმანტას პავილიონისის ფოტოსთან ერთად, სადაც ის 11 ნოემბერს თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და მისი ციტატაც დაურთო, რომ „ქართული ოცნება“ ტყუის როცა ევროკავშირში გაწევრიანების გარანტიას იძლევა. გვერდზე კი ატვირთა 14 ნოებერს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ პავილიონისმა ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაკარგა.
„როგორ ყველა ვადაგასული და საკუთარი მოქალაქეებისგან ჩამოწერილი პოლიტიკოსი გიჭერთ მხარს?! ისე, შვილი ოჯახის სარკეაო ნათქვამია და რა გასაკვირია, რომ თქვენი პოლიტიკური ოჯახი ლიბერალური ფაშიზმი, ლგბტ-კოლექტივი და ფსევდო-ღირებულებებია?“ - დაწერა ქადაგიძემ.
ქადაგიძის თქმით, ქართულ ოპოზიციას იგივე ემართება, რაც მათ „მამა-მარჩენლებს“.
„მკვდრადშობილ პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბდით და გარდაუვალ დემონტაჟს დაექვემდებარებით ისევე, როგორც თქვენი მხარდამჭერი მთავრობები, ელჩები და საერთაშორისო აქტორები სილაზე ნაგები კოშკებივით ჩამოიშალნენ“, - დაწერა ქადაგიძემ.
ეგრე გააგრძელეთ და დამტირებელი აღარ დაგრჩებათ, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები თბილისში კვირის დასაწყისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს საპროტესტო აქციაში, რომელიც თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების და ახლის დანიშვნის მოთხოვნით.
საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, დელეგაციის ზოგიერთი წევრის ინიციატივის მიუხედავად, ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრა არ ისურვეს. ორშაბათს დილით პაპუაშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ამ პოლიტიკოსების საქართველოს მიმართ არამეგობრულ დამოკიდებულებაზე.
უცხოურ დელეგაციაში არიან გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, შვედეთის, ფინეთის და საფრანგეთის პარლამენტების წარმომადგენლები. მათგან ყველაზე მკაცრი რიტორიკით გამოირჩევა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ კოშმარს“ უწოდებს.
ორშაბათს დილით ისინი ჯერ პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ, სადაც პრესკონფერენციაზე გააკრიტიკეს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და მიმდინარე წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონები.
მიხეილ როთმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია აღიაროს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა, ვიდრე ყველა საეჭვო ფაქტს ნათელი არ მოეფინება. მისი თქმით, ბრალდებები არჩევნებით მანიპულირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ამომრჩეველთა დაშინებასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს.
საღამოს, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ისინი საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ, რომლის ორგანიზატორებიც ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
სცენიდან ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტის წევრები აცხადებდნენ, რომ ვიღაც ცდილობს ქართველებს წაართვას თავისუფლება, დემოკრატია, მთლიანად ქვეყანა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ევროპელმა პოლიტიკოსებმა შეკრებილებს მოუწოდეს არ დანებდნენ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თბილისში ჩამოვიდნენ დემოკრატიისა და ევროპის გზაზე ქართველების მხარდასაჭერად.