საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მივლინებებზე თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა

© Courtesy of Salome Zourabichviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2024
გამოწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2024 წლის ჯამური ბიუჯეტი 9,6 მლნ ლარს შეადგენს
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ იანვრიდან სექტემბრამდე ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მივლინებებზე 463.134 ლარი დახარჯა.
საუბარია როგორც თავად ზურაბიშვილის, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლების მივლინებების ხარჯზე.
საგარეო ვიზიტებზე გაწეული ხარჯი 444.999 ლარია, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებებზე – 18.135 ლარი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2024 წლის ჯამური ბიუჯეტი 9,6 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 3,9 მლნ ლარზე მეტი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასებზეა გათვლილი. საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 84.220 ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0