საქართველო-უკრაინა: უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის ანონსი

© photo: Sputnikქომაგები
ქომაგები - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2024
გამოწერა
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ერთმანეთს ათჯერ შეხვდნენ. შვიდ მატჩში უკრაინელებმა გაიმარჯვეს, სამი მატჩი ფრედ დასრულდა.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრები შაბათს, 16 ნოემბერს, 21:00 საათზე ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ უკრაინის წინააღმდეგ უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს გამართავს.
საქართველომ პირველი შეხვედრა უკრაინასთან 12 ოქტომბერს პოზნანში ანგარიშით 1:0 წააგო. მატჩში ერთადერთი გოლი „ჩელსის“ ნახევარმცველმა მიხაილ მუდრიკმა გაიტანა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ნოემბრის ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება უკრაინისა და ჩეხეთის ნაკრებებთან საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 12 ნოემბერს დაიწყო.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააგრძელა, შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
ყვითელი ბარათების გადაჭარბების გამო უკრაინასთან მატჩს საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი გამოტოვებს. ის გავა მოედანზე 19 ნოემბერს, ჯგუფის დასკვნით მატჩზე ჩეხეთთან.
ოთხი ტურის შედეგებით, საქართველო ექვსი ქულით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე ჩეხეთია (7 ქულა), ალბანეთი მესამეზე ადგილზე (6 ქულა), უკრაინა (4 ქულა) კი ბოლო ადგილზეა.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ერთმანეთს ათჯერ შეხვდნენ. შვიდ მატჩში უკრაინელებმა გაიმარჯვეს, სამი მატჩი ფრედ დასრულდა. უკრაინის ნაკრების ყველაზე დიდი გამარჯვება – 4:0 – 1998 წელს დაფიქსირდა.
ფიფას მიმდინარე რეიტინგში საქართველო 67-ე ადგილზეა, უკრაინა კი 25-ე პოზიციას იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0