შალვა პაპუაშვილმა ევროპელი პოლიტიკოსები ფაშიზმის წახალისებაში დაადანაშაულა

© Georgian Dreamშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2024
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ აქტივისტები არჩევნების შედეგებით უკმაყოფილების გამოსახატავად ცესკოს თავმჯდომარის სახლთან შეიკრიბნენ
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ჩამოსული უპასუხისმგებლო ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებები ფაშიზმს ახალისებს, დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა გააზიარა ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აქტივისტები ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან პლაკატებით და სტვენით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
„არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც, ამ დღეებში, თბილისში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა“, - წერს პაპუაშვილი.
შავ ლაქად გარდაქმნილი ფაშისტური სამკლავურებიც ასეთად დარჩება ქართველი ხალხის მეხსიერებაში, აღნიშნა მან.
ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც სხვებთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის სახლთან იმყოფებოდა, ხელში ეკავა პლაკატი შავი წერტილით. მანამდე შავწერტილიანი სამკლაურები თბილისში რამდენიმე ძეგლზე გაჩნდა, ფოტო სოციალურ ქსელში ახალგაზრდულმა მოძრაობა „ნებამ“ გაავრცელა.
შავი წრეები თეთრ ფონზე არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის სიმბოლოდ იქცა. როგორც ოპოზიციური პარტიების და ადგილობრივი დამკვირვებლების ნაწილი ამტკიცებს, იმის გამო რომ საარჩევნო ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი დაირღვა.
ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები თბილისში კვირის დასაწყისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს საპროტესტო აქციაში, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების და ახლის დანიშვნის მოთხოვნით თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0